Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს განცხადება ფონდის „უკვამლო მსოფლიო“ (Foundation for a Smoke-free World) შესახებ

title

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნო აღნიშნავს ფონდის „უკვამლო მსოფლიოს“ დაფუძნების ფაქტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყოფილი ოფიციალური პირი. 

კონვენციის სამდივნო, თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებულ აღნიშნულ ინციატივას განიხილავს, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შეურაცხყოფის აშკარა მცდელობად საჯარო პოლიტიკაში ჩარევის გზით. აღნიშნული ვითარება საგანგაშოა, რომელიც მიზნად ისახავს კონვენციის იმპლემენტაციისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით ფონდის სადავო კვლევითი პროგრამების მეშვებოით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ერთადერთი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ხელშეკრულებაა მთელს მსოფლიოში, რომელსაც ნდობა გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმა, როგორც პირველად გზამკვლევს თამბაქოსგან თავისუფალი მსოფლიოსკენ. კონვენციას 181 მხარე ყავს, რომელსაც 180 სახელმწიფო და ევროკავშირი წარმოადგენენ, და მას მხარს უჭერს მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია.

სამდივნოს სურს აღნიშნოს და განმარტოს შემდეგი:

1.ფონდის პრეზიდენტთან დაკავშირებით
•მიუხედავად იმისა, რომ ფონდის პრეზიდენტი იყო ჯანმრთელობოს მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნოს წევრი მაშინ, როდესაც მიმდნარეობდა კონვენციის შესახებ მოლაპარაკებები, კონვენციას არ ყავს ერთი ავტორი, ის არის ასობით თავდადებული მთავრობების წარმომადგენელთა, ინდივიდების და ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობის შედეგი და სწორედ ეს არის მისი ყველაზე დიდი სიძლიერე - გუნდური მუშაობა. 
•ფონდის პრეზიდენტი არანაირად არ არის დაკავშირებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან, და არც სამდივნოს პოზიციებს გამოხატავს. 
2.ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით
•ფონდი „უკვამლო მსოფლიო“ კვამლისგან თავის თავს აღწერს, როგორც დამოუკიდებელ ორგანიზაციას. გავრცელებული ინფორმაციით, ის დაფინანსდება თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანცხით, რომელსაც მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ „ფილიპ მორის ინთრერნეიშენელისგან“, თამბაქოს კონგლომერატიდან. 
•არსებობს იმის მდიდარი გამოცდილება, თუ როგორ გამოიყენებოდა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული კვლევები თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ხელშესაშლელად. ნათელია, რომ ინდუსტრიას იგივე მიზნები აქვს, არატრადიციული თამბაქოს ნაწარმთან მიმართებაში, რომელთა რეგულაციები ბევრ ქვეყანაში ადგილზე არ არის. 
3.თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით
•თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეებმა უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნულ ფონდთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, გამომდინარე მისი დაფინანსების წყაროდან, რომელიც თამბაქოს მულტინაციონალური ინდუსტრიაა, მიიჩნევა როგორც კოვენციის 5.3 მუხლის დარღვევა (თამბაქოს ინდუსტრიის ჩაურევლობის შესახებ).
•კონვენციის მხარეების, მისი 5.3 მუხლის აღსრულების გაიდლაინის მეშვეობით შეთანხმდნენ, რომ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დახასიათებული „სოციალურად პასუხისმგებელი“ საქმიანობა, სინამდვილეში წარმოადგენს მარკეტინგისა და საზოგადოებასთა ურთიერთობის სტრატეგიას, რომელიც შეესაბამება კონვენციის დეფინიციას რეკლამირების, პროპაგანდისა და სპონსორობის შესახებ. მხარეებმა არ უნდა განახორციელონ, მხარი დაუჭირონ, ითანამშრომლონ ან მონაწილეობ მიიღონ, თამბაქოს ინდუსტრიის მიერ „სოციალურად პასუხისმგებლად“ დახასიათებულ საქმიანობაში. ნათელია, რომ თამბაქოს ინდუსტრია ეძებს ადგილს მოლაპარაკებების მაგიდასთან. 
4.ახალ თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით
•თამბაქოს ინდუსტრია ახალი ტიპის ნაწარმს წარმოადგენს, მოგების გაზრდის მიზნით და არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად ახალი „გახურების და არა წვის“ მექანიზმის მქონე ნაწარმი შეიცავს თამბაქოს, ხოლო ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები შეიცავს ნიკოტინს, დამოკიდებულების გამჩენ სუბსტანციას, რომელიც რეგულირდება კონვენციის 5.2(ბ) მუხლის ქვეშ მყოფი შესაბამისი პოლიტიკით, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებების შესახებ. 
•კონვენციის მხარეები შეთანხმდნენ განიხილოონ მარეგულირებელი ღონისძიებების გატარება, ნიკოტინის მიწოდების ელქტრონული სისტემების წარმოების, იმპორტის, დისტრიბუციის და პრეზენტაციის აკრძალვის და შეზღუდვის მიზნით, ეროვნული კანონმდებლობების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნების შესაბამისად. ტრადიციული თამბაქოს ან ნიკოტინის შემცველი სხვა ახალი ტიპის ნაწარმის რეგულირებაც განხილული უნა იყოს იგივე სახით. 
5.თამბაქოს კულტივატორებზე შესაძლო გავლენასთან დაკვშირებით
•თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-17 მუხლი ავალდებულებს მხარეებს ხელი შეუწყონ, თამბაქოს სფეროში დასაქმებულთა და მის მომყვანთა ეკონომიკური სარგებლის მომტანი ალტერნატიული საქმიანობით ჩანაცვლებას. თამბაქოს ინდუსტრიამ კარგად იცის, რომ ის ქმნის სოციალურ პრობლემებს, მათ შორის ბავშვთა შრომის გამოყენებას. ინდუსტრიისა მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ წამოწყებული ინიციატივები, არ ისახავს მიზნათ მათ მიერვე შექმნილი პრობლემების გადაჭრას, არამედ ეს არის მცდელობა დატოვონ ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს ისინი იჩენენ თანაგრძნობას საკუთარი მსხვერპლის მიმართ. 
6.თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გავლენასთან დაკავშირებით
•თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციამ, მიუხედავად თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობებისა ხელი შეუშალოს მისი განხორციელების პროგრესს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ღონისძიებებით, საგრძნობლად გამოასწორა ვითარება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით. 
•თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია აღიარებულია, რომ თამაშობს „გადამწყვეტ როლს, როგორც მოქმედების ავტორიტეტული და შეთანხმებული სტიმული და ჩარჩო“. თამბაქოს ინდუსტრიის მიერ კვლევების გამოყენება, იმისათვის რომ ხელი შეუშალონ თამბაქოს კონტროლის ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას, ახლა უკვე არატრადიციული თამბაქოს ნაწარმთან მიმართებით, არის იმის მტკიცებულება, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მუხლების მხარეების მიერ აღსრულებას მნიშვნელოვანი და მდგრადი გავლენა აქვს თამბაქოს კონტროლზე.