Logo

წითელას ვაქცინაციის და C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში 23.02.2018

title

2018 წლის 23 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ვაქცინაციის პარალელურად ასევე, განხორციელდა С ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

ექიმების ჯგუფთან ერთად საჯარო რეესტრს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესტუმრა, რომელმაც დღევანდელი აქციის, ასევე ზოგადად ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:„მინდა, მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მათი ჩართვა აქციაში ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია მთლიანი საზოგადოებისთვის.მასობრივ ვაქცინაციას, განსაკუთრებით მოზრდილი მოქალაქეებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ ყველა უნდა იყოს აცრილი, როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი და 40 წლამდე მოქალაქეები. ასევე, მნიშვნელოვანია მეორე პროგრამა – უფასო შემოწმება C ჰეპატიტზე. თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში. ეს დაავადება უკვე სრულად განკურნებადია, ამიტომ სასურველია, ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპანა უგრეხელიძემ აქციისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მადლობა გადაუხადა:„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს თბილისის იუსტიციის სახლში ჩაუტარდათ წითელას, წითურას და ყბაყურას კომბინირებული ვაქცინაცია, ასევე სკრინინგი C ჰეპატიტზე და შიდსზე. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივის ავტორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ადამიანები დიდ დროს ატარებენ სამუშაო ადგილებზე, სადაც კონტაქტი აქვთ უამრავ ადამიანთან და შესაბამისად, დაავადების გადადების საკმაოდ მაღალი რისკი არსებობს“, – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.