Logo

ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის პროტოკოლი

title


ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, საფრთხეს უქმნის ყველა ინფექციური დაავადების მკურნალობას, უარყოფით ეფექტს ახდენს პაციენტთა ჯანმრთელობაზე,  ზრდის ლეტალობასა და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ახალი ფორმები ქვეყანათაშორის საზღვრებს სცდება  და ადვილად ვრცელდება კონტინენტთა შორის.

ამრ-ის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია შემუშავდა ქართველი ექსპერტების მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კონსულტანტების დახმარებით.  2017 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ამრ-ის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია, რომელიც ეფუძნება ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომას. 

2016 წლიდან საქართველო ჩართულია ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის ქსელში (CAESAR) და გლობალური ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის სისტემაში (GLASS). 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონალური ბიუროს მხარდაჭერით საქართველოში 2016/17 წლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტის „ანტიმიკრობული რეზისტენტობის დასაბუთებული დიაგნოსტიკა“ ფარგლებში შემუშავდა ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის პროტოკოლი, რომელიც განთავსებულია ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური ბიუროს ვებ გვერდზე:

http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0007/357199/POP-Georgia-2017-eng.pdf?ua=1 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა სისხლის ნაკადის ინფექციების პრევალენტობა; დადგინდა სისხლის ნაკადის ინფექციების გამომწვევი პათოგენები და განისაზღვრა  ანტიბიოტიკების მიმართ მათი მგრძნობელობა; კლინიცისტებისთვის დემონსტრირებულ იქნა კლინიკური მიკრობიოლოგიის მნიშვნელობა; გაძლიერდა ამრ-ის ლაბორატორიული კლევის შესაძლებლობები ადგილობრივ (საავადმყოფო) და ცენტრალურ (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახ. ლაბორატორია) დონეზე.