Posted on:
28.03.2018
title
სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ბაზაზე მიმდინარე წლის 12-18 აპრილს ჩატარდება მორიგი სწავლება ბიოუსაფრთხოებაში. კურსის სახელწოდებაა „ბიოლოგიური უსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა -ბიორისკების მართვა“. მოკლევადიანი სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 5 დღეა და ითვალისწინებს ბიო-სამედიცინო და ვეტერინარული სფეროების ლაბორატირიის პერსონალის მომზადებას ბიოლოგიური რისკების შეფასების, პრევენციისა და მართვის საკითხებში.
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი.
მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ თბილისის სახელმსიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს შემდეგ მისამართზე:
ვაჟა–ფშაველას #33 მე–7 სართული, ოთახი 706.
დამატებითი ინფორმაციის მიღების ან კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: