title
2017 წლის 8 თებერვალს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორის მოადგილე - ადმირალი სკოტ ჯერაბეკი დელეგაციასთან ერთად.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ბატონმა ამირან გამყრელიძემ ამერიკელ სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნო ლუგარის ცენტრის ძირითადი ფუნქცია, ექსკლუზიური შესაძლებლობები და სტრატეგიული მიმართულებები შემდგომი განვითარების კუთხით. ადმირალმა ჯერაბეკმა საუბარში ხაზი გაუსვა დკსჯეც-DTRA წარმატებულ თანამშრომლობას და შესაბამის შედეგებს.
ორივე მხარემ ასევე განიხილა მომავალი პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების პერსპექტივა და მიმართულებები.
შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ლუგარის ცენტრი.