Posted on:
02.03.2018
title
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა წითელას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარაში და გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები, იმუნიზაციით მოცვა; ასევე ისაუბრეს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობასა და შედეგებზე და პროექტის - „ტუბერკულოზისაგან თავისუფალი აჭარა“ - ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.