title
შეჯამება
ერთობლივი
გარე შეფასების (JEE) ექსპერტთა გუნდი მადლობას უხდის საქართველოს მოხალისეობრივი
მონაწილეობისათვის აღნიშნულ შეფასებაში. ეს ნაბიჯი მთავრობის და ხელმძღვანელი პირების
ლიდერობას, თავდადებასა და წინდახედულობას აჩვენებს, რაც კრიტიკულად
მნიშვნელოვანია ჯანრთელობის საერთაშორისო წესების (ჯსწ 2005) მიხედვით საქართველოს
ძირითადი შესაძლებლობების შენებასა და შენარჩუნებაში. დასაფასებელია საქართველოს
მხრიდან, მოსამზადებელ ეტაპზე გაწეული სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფისთვის მიწოდებული
ყველა სასარგებლო და ღირებული ინფორმაცია JEE მისიის ფარგლებში.
JEE არის იმ
გრძელი პროცესის ნაწილი, რომელიც გაირა საქართველომ ჯსწ (2005)-ის დანერგვის
მიზნით 2007 წლიდან. JEE პროცესის
დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ანგარიშში აღწერილი პრიორიტეტული ქმედებები იქნება
შეტანილი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში (NAPHS).
ერთობლივი გარე შეფასების დასკვნები
საქართველო აცნობიერებს
საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნის, გადამდებ დაავადებათა კონტროლის,
ზედამხედველობის და რეაგირების მნიშვნელობას და არეგულირებს ამ სფეროებს
ყოვლისმომცველი კანონებითა და დებულებებით. ქვეყანას ჰყავს გამოყოფილი სამუშაო
ძალა, დაკომპლექტებული კვალიფიციური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
სპეციალისტებით (ექიმების ძალიან დიდი რაოდენობა), ვეტერინარებით, მზადყოფნის
ექსპერტებითა და ლაბორატორიის სპეციალისტებით.
არსებობს
მრავალ-დონიანი, მულტისექტორული, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობა, ასევე
ქვეყანას აქვს საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმები, რომლებიც შემუშავებულია ჯსწ
ჩარჩოებში, მაგ: აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხეველობის ქსელი (BNSR).
მისია
შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან და ამ გუნდის მიზანს
წარმოადგენდა ჯსწ-ს მანიფესტაცია: პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება;
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული მზაობისა და გლობალური ჯანმრთელობის
უსაფრთხოების განმტკიცება.
JEE-ს
მისიის განმავლობაში საქართველოს
შესაძლებლობები შეფასდა 19 ტექნიკურ სფეროში. მისიის ფარგლებში დარგის ექსპერტებმა და JEE ჯგუფის წევრებმა ერთი კვირა გაატარეს დისკუსიებსა და
ვიზიტებში.
1. გაიზარდოს ჯსწ (2005) ის
მხარდაჭერა მთავრობის უმაღლეს დონეზე.
საქართველოს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორი ძალიან აქტიურად მუშაობს ჯსწ– ის ფარგლებში შესაძლებლობების
დანერგვაზე. ეს სამუშაო წარმატებული იქნება მთავრობის უმაღლესი დონის და
რამოდენიმე სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერის, ასევე ინფორმირებულობის შესაბამისი დონის
უზრუნველყოფის შემთხვევაში.
2. საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს
და მშვიდობიან დროში გატესტოს სექტორთაშორისი
თანამშრომლობის და ურთიერთქმედების გაძლიერების პროგრამა, რათა დარწმუნდეს
არსებული სტრუქტურების და მექანიზმების ქმედითობაში, მათ შორის ინფორმაციის
რეგულარული გაცვლის, ერთიანი სწავლებების და სიმულაციური სავარჯიშოების გზით.
საქართველოს აქვს კარგად
რეგლამენტირებული სამართლებრივი ბაზა
ჯსწ (2005)-ით გათვალისწინებული
უმეტესობა ღონისძიებების
განხორციელებისთვის, აქვს
ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც
შეუძლია დააკმაყოფილოს არსებითი
მოთხოვნა და დაავადებათა
კონტროლის ცენტრის ძლიერი
ხელმძღვანელობა. ამის
მიუხედავად, პროფილაქტიკა, დაავადებათა
კონტროლი და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობა არ ხორციელდება სრულად ჯსწ (2005)-ის შესაბამისად. საქართველოს შესაძლებლობები მკვეთრად
გაიზრდება სტრუქტურების ყოველდღიური
ურთიერთქმედების, სექტორთაშორისი თანამშრომლობის
გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებების
დანერგვისა და გატესტვის
პირობებში. ეს გაზრდის
ქვეყნის საერთო ეფექტურობას
საგანგებო მდგომარეობის დროს.
მულტისექტორული თანამშრომლობა
და კოორდინაცია აუცილებელია
ყველა დონეზე: კანონმდებლობის
შემუშევაბასა და განხორციელებაში,
უმაღლეს დონეზე ორგანიზებასა
და კოორდინაციაში, ტექნიკურ/ოპერაციულ დონეზე. სექტორთაშორისი ურთიერთობის
გაცვლა, რისკების ერთობლივი
შეფასება და ინცინდენტების
ერთობლივი მართვა უნდა
იყოს მიღებული, სტანდარტული
პრაქტიკა.
მოკლევადიან პრიორიტეტად საქართველომ
უნდა განსაზღვროს იმ მიმდინარე დაბრკოლებების გადალახვა, რომელიც მულტისექტორეულ თანამშრომლობაში
წარმოიქმნება. ჯანმრთელობის უსაფრთხოების
გაძლიერებისთვის
გამოცდილი ჩარევა
მოიცავს იმ სპეციალისტების
ერთობლივ სწავლებებს, რომლებიც
მუშაობენ ადამიანის ჯანმრთელობის,
ცხოველთა ჯანმრთელობის და სხვა ჯსწ-თან დაკავშირებულ საფრთხეებთან. აგრეთვე ერთობლივ სიმულაციურ
სწავლებებს და რეალური
სიტუაციებზე რეაგირების განხილვას.
3. საქართველომ უნდა უზრუნველყოს რომ
სექტორთშორისი აქტივობები მოიცავდეს სტრუქტურირებულ ძალისხმევას, რათა დამყარდეს
კომუნიკაცია და კოოპერაცია, კერძო და საჯარო სექტორებს შორის.
კატასტროფებისა და ეპიდემიების პრევენცია
საზოგადოებრივი და კოლექტიური პასუხისმგებლობაა ყველა მთავრობისა და სამინისტროსთვის.
საქართველოში, მრავალი ოპერაციული პასუხისმგებლობა და ფუნქციები დაკავშირებულია კერძო სექტორებთან. მშვიდობიან პერიოდში და საგანგებო სიტუაციების
დროს მუშაობის ეფექტური გზების უზრუნველსაყოფად, სტრუქტურული ინტერვენციების
განხორციელება უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტულ მცდელობებს საჯარო და კერძო
სექტორებს შორის კავშირების, ოპერაციული ფუნქციების და ანგარიშგების შესაქმნელად.
4. საქართველომ უნდა შეიმუშავოს
კომპენსაციის მექანიზმი ფერმერებისათვის, ცხოველთა დაავადებების იმ
შემთხვევებისათვის, რომელიც შინაურ ცხოველთა განადგურებას მოითხოვს, რათა იყოს
დარწმუნებული რომ ეკონომიკური ფაქტორი არ არის დაბრკოლება სრულყოფილი ანგარიშგების
და ცხოველთა დაავადების კონტროლისათვის.
ცხოველთა და
ადამიანთა ჯანმრთელობა ურთიერთდაკავშირებულია. ახალი ინფექქციური დაავადებების
უმრავლესობა ზოონოზურია. ჯსწ-ს აქვს ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა. ცხოველებს და
ადამიანებს შორის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ცხოველების ჯანმრთელობის
დაცვაზე, სურსათის უვნებლობაზე და ადამინების ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებელი
პირები მჭიდროდ უნდა თანამშროლობდნენ.