Logo

დასავლეთ ნილოსის ვირუსით (დნვ) გამოწვეულ დაავადებათა მკვეთრი მატება სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში

title

2018 წელს, გასული წლებისგან განსხვავებით, სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში შეინიშნება დასავლეთ ნილოსის ვირუსით გამოწვეულ დაავადებათა მკვეთრი მატება.  ეს ძირითადად დაკავშირებულია დაავადების გადაცემის პერიოდის ნაადრევად დაწყებასთან, რომლიც როგორც წესი ივლისი-ოქტომბრის თვეებს მოიცავს.

ევროპის ქვეყნების დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (ECDC) მონაცემებით მ.წ. 16 აგვისტოს მდგომარეობით რეგიონში აღრიცხულია დასავლთ ნილოსის ვირუსით გამოწვეული 401 ავტოქრონული შემთხვევა, რომელთაგან გარდაიცვალა 22 (5,48%).  სერბეთში აღიროცხა 126 შემთხვევა, იტალიაში 123, საბერძნეთში 75, უნგრეთშ 39 და რუმინეთშ 31. ამ ქვეყნებში დაავადების შემთხვევები გასულ წლებშიც იყო აღრიცხული.

დკსჯე ცენტრის ინფორმაცია: ინფექციისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სეზონურობა - აფეთქება ზაფხულის მიწურულს და შემოდგომაზე ხდება. ავადმყოფობა იწყება მწვავედ. შემცივნების შემდეგ ტემპერატურა სწრაფად იწევს 380C-400C-მდე. ზოგიერთ პაციენტს ტემპერატურის მომატებამდე აღენიშნება საერთო სისუსტე, უმადობა, დაღლილობის შეგრძნება, ოფლიანობა, თავის, კუნთების, სახსრების, ზურგის მიდამოს ტკივილი. დიაგნოსტიკა გართულებულია. ხშირად შეიმჩნევა პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება. მოგვიანებით ვითარდება მენინგიტის ნიშნებიც. დასავლეთ ნილოსის ცხელების  დროს ლეტალობა 4-5%-ს აღწევს. 

ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა 80%-ში დაავადება ყოველგვარი სიმპტომური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა 20%-ში ვითარდება გრიპისმაგვარი კლინიკით საკმაოდ მძიმედ მიმდინარე ცხელება. ბავშვებში გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ხამნმოკლეა ვიდრე მოზრდილებში, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივად დარჩეს კუნთების ტკივილი და გადაღლილობის შეგრძნება.

მძიმე გართულებები როგორიცაა მენიგიტი, ენცეფალიტი და სხვა აღენიშნება დაავადებულთა 1%-ზე ნაკლებს, ხოლო იმ დაავადებულებში, რომელთაც განუვითარდათ გართულებები ლეტალობა 4-14% აღწევს.

დკსჯე ცენტრის ინფორმაცია: 1988 წლიდან საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონებში (უპირატესად აფხაზეთში) აღინიშნა უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, რომელიც ზოგჯერ სპორადული შემთხვევების, ზოგჯერ კი ეპიდემიების სახით ვლინდებოდა. 1988 – 1993 წლებში დასავლეთ ნილოსის ცხელების დიაგნოზი დაესვა 624 პაციენტს,  როგორც ადგილობრივ, ასევე დასასვენებლად ჩამოსულ ტურისტებს. პაციენტთა კლინიკური სურათი ხასიათდებოდა პოლიმორფიზმით. ამასთან პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა (380C-ზე მეტი), ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომები, ეგზანთემა და ლიმფოადენოპატია. პროგნოზი უპირატესად იყო კეთილსაიმედო, თუმცა სამი პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვი და ორი ხანშიშესული პიროვნება, რომლებსაც აღენიშნებოდათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები და მათი ჰოსპიტალიზაცია მოხდა დაგვიანებით. დაავადების ხანგრძლივობა მერყეობდა 12–დან 25 დღემდე. 

დასავლეთ ნილოსის გამომწვევის ძირითადი გადამტანებია Culex  pipens (სარდაფის კოღო) და Culex  mimeticus. Culex  pipens-ის კოღოები ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში და წარმოადგენენ ადამიანის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ექტოპარაზიტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ სახეობის კოღოები ვითარდებიან როგოც ღია, ისე დახურულ (სარდაფის) წყალსატევებში, რაც განაპირობებს მათ მაღალ რიცხოვნებას და მჭიდრო კონტაქტს ადამიანებთან ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში,  დაბებსა  და კურორტებზე. კოღო  ინფიცირდება,ინფიცირებული ფრინველის  სისხლითკვებისას. კოღოში ვირუსი ცირკულირებს რამდენიმე დღის განმავლობაშისაბოლოოდხვდება კოღოს სანერწყვე ჯირკვლებში. კოღოსშემდგომი სისხლწოვისას ვირუსი იოლად გადადის ჯანმრთელი ადამიანის (ან ცხოველის) სისხლში. ვირუსი ასევე შეიძლებაგავრცელდეს  ინფიცირებულ ცხოველებთან,მათ სისხლან და სხვა ქსოვილებან კონტაქტით. ძალიან იშვიათად არის აღწერილი ადამიანის ინფიცირება ორგანოთაგადანერგვის, სისხლის გადასხმის და ძუძუთი კვების დროს. მხოლოდ ერთ შემთხვევაშია აღწერილი ტრანსპლაცენტარული გადაცემა(დედიდან შვილზე)დღემდე არ არსებობსდასავლეთ ნილოსის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დოკუმენტირებული დადასტურება - უსაფრთხო კონტაქტისა და ასევე სამედიცინო პერსონალის დაავადებისა პაციენტთან ურთიერთობისას, როდესაც დაცულია ინფექციის კონტროლის  სტანდარტული ზომები. 

დაავადების გავრცელებისთვის ხელშემწყობი კლიმატური პირობების გათვლისწინებით, არაა გამორიცხული ვირუსის სხვა, ახალ ტერიტორიებზეგავრცელება. რისთვისაც მნიშვნელოვანიმოსახლებისა და სამედიცინო საზოგადოების ინფორმირებულობა.   ამჟამად დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ადამიანებში დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია 4 ძირითადი წესის დაცვა (ინგლისური აბრევიატურით 4პრინციპი):

1. Dusk (შებინდება) - ეს კოღეობისთვის კვების (სისხლის წოვა) საუკეთესო დროა, მოერიდეთ ამ პერიოდში ბუნებაში ყოფნას;  
2. Dress (ტანსაცმელი) - ატარეთ გრძელსახელოებიანი პერანგი (მაისური) და ღია ფერის შარვალი;
3. DEET (დეტა) - კოღოს კბენისგან დასაცავად გამოიყენეთ დიეთილტოლუამიდის (DEET)შემცველი რეპელენტები, მწარმოებლის რეკომენდაციების გათვალისწინებით;
4. Drainage (დრენაჟი) - შეძლებისდაგვარად მოაცილეთ ზედმეტი წყალი, ან დააშრეთ ახლომდებარე კოღოების გამრვლების ყველა შესაძლო ჭურჭელი (ყვავილების ქოთნები, წყლის რეზერვუარები, ფრინველების დასარწყულებელი, საბავშვო  აუზები და ა.შ.)

გარდა აღნიშნულისა სასურველია დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველების მოვლისას, გამოყენებულ იქნეს ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი. 

მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან ევროპის ქვეყნებში დასავლეთ ნილოსის ცხელების არაერთი ეპიდაფეთქებაა აღწერილი.

შენიშვნა: ტექსტის ორიგინალი გამოქვეყნებულია WHO EURO მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს http://www.euro.who.int/ru/countries/italy/news/news/2018/8/west-nile-virus-infections-spike-in-southern-and-central-europeმისამართზე.