2019 წლის 18 ნოემბერს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა
თამბაქოს კონტროლის სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის
სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. ასევე, მოხსენებას გააკეთებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები.
შეხვედრა განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და ხორციელდება პროექტის “FCTC 2030” ფარგლებში.
შეხვედრაზე მიმოხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა თამბაქოს ტვირთი და თამბაქოს კონტროლი - სიტუაცია ამჟამად და სამომავლო პერსპექტივები საქართველოში; მითები და რეალობა თამბაქოს შესახებ; თამბაქოს კონტროლი და მდგრადი განვითარების მიზნები; სიახლეები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში; სამოქალაქო საზოგადოების როლი თამბაქოს კონტროლის საკითხებში და სხვა.