Logo

CDC-ის დელეგაციის სტუმრობა

title დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერონვულ ცენტრსა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს (CDC) შორის, 2020 წელს გაფორმებული 5 წლიანი ურთიერთშეთანხმების პროგრამის „საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და დაცვისათვის ძალისხმევისა და სტრატეგიების გაფართოვება“ ფარგლებში, საქართველოს ეწვია გლობალური ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს დირექტორის მოადგილე, CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსი ეპიდემიოლოგი, და CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს მრჩეველი/ოფიცერი. 2022 წლის 9 თებერვალს, აღნიშნული დელეგაცია ეწვია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი განმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სადაც სტუმრებს წარედგინათ ურთიერთშეთანხმების ფარგლებში მიმდინარე ყველა პროექტის შესრულებული საქმიანობის ანგარიში. აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა პროექტის გამოწვევები და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პაატა იმნაძე, ურთიერთშეთანხმების პროგრამის კოორდინატორი, დავით ჩახუნაშვილი, მიმდინარე პროექტების მთავარი მკვლევარები და CDC-ს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლობა.