Logo

შეხვედრა ტუბერკულოზის ევროპის კოალიციისა და ჯანმრთელობის პოლიტიკისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებთან 20.09.2017

title ტუბერკულოზთან ბრძოლის აქტივობების ფარგლებში, 20 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ტუბერკულოზის ევროპის კოალიციისა (TB Europe Coalition) და ჯანმრთელობის პოლიტიკისა და სწავლების ცენტრის (PAS Center) წარმომადგენლებთან, რომლებიც TB-REP პროექტის მონიტორინგის მისიის ფარგლებში იმყოფებიან საქართველოში. მისიის მიზანია, საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული არსებული სიტუაციის გაცნობა და  სამოქალაქო სექტორის ჩართულობის როლის შესწავლა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში ტუბერკულოზისა და წამალრეზისტენტული ტუბერკულოზის ეფექტური კოტროლის მიზნით, ჯანდაცვის სისტემების განმტკიცებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.