Logo

საფრანგეთის ელჩის ვიზიტი

title


2022 წლის 11 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება დიეგო კოლასი და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ქ-ნი ბერენჯერ კალამანდი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში AFD-ის ფინანსური დახმარებით მიმდინარე ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს უწევს კოორდინაციას.

სტუმრებმა დაათვალიერეს ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი და გამართეს შეხვედრა ერვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ისტორიულ თანამშრომლობას, მიმოიხილეს მიმდინარე პროექტები და გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავების სურვილი.

საფრანგეთის ელჩის ვიზიტს განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამავე დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის „“ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოში” სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომა, რომლის მთავარ პარტნიორ ქვეყანას ევროკავშირის მხრიდან სწორედ საფრანგეთი წარმოადგენს ფინურ ორგანიზაციასთან ერთად. ბატონმა კოლასმა აღნიშნული ვიზიტით დაადასტურა პროექტის მხარდაჭერა და წარმატებები უსურვა მხარეებს განხორციელების პროცესში