Logo

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადება

title

დღეს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია დროის მოკლე პერიოდში მაქსიმალურად გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი, რადგან COVID-ინფექციის გავრცელებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის და, შედეგად, სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალური ზრდაა.

მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კამპანიაში მაქსიმალურად ჩაერთოს სამთავრობო და კერძო სექტორი, ფარმაცევტული, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო, სამასპინძლო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორები, რათა თანდათან სულ უფრო მეტი ორგანიზაცია გახდეს “COVID-უსაფრთხო”.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზად არის ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო ონ-ლაინ შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციების  თანამშრომელთათვის და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა მათ შეკითხვას.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს თამარ ქაშიბაძეს (ტელ.: 551 170051; ელ.ფოსტა: tamar.kashibadze@ncdc.ge)

 

 

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

 

13 აგვისტო, 2021