Logo

ცვლილებები COVID-19-ზე ტესტირების პროგრამაში

title

დღეიდან PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინასდებდა. უცვლელად გრძელდება სწრაფი ანტიგენ ტესტირების პროგრამა.
COVID 19-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაც ანტიგენ ტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ უნდა დარჩნენ იზოლაციაში, მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. მდგომარეობის შემდგომი მართვა სიმპტომების და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად განხორციელდება .
COVID 19-ზე ტესტირების პროგრამაში ცვილელების შეტანა მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა.
PCR ტესტირება ხელმისაწვდომი რჩება სტრატეგიულ ობიექტებში, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად .


საქართველოს მთავრობის განკარგულება №975 კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ