title
C ჰეპატიტის მართვა
რა არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში
C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება
დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის გზით.
რას მოიცავს C ჰეპატიტის მართვის
სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტი?
სსიპ
- ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამის
სკრინინგული კვლევის კომპონენტს, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
·
სკრინინგისათვის
საჭირო C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო სწრაფი-მარტივი ტესტებისა და ლაბორატორიული სახარჯი
მასალების, ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავისა და სკრინინგების განსახორციელებლად
საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესყიდვას;
·
შესყიდული ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემას,
მოთხოვნის შესაბამისად, იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/სამსახურებზე,
არასამთავრობო ორგანიზაციებსა, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის
C ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტ-სისტემებისა
და სახარჯი მასალების გამოყენებით, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტზე;
·
შესყიდული სკრინინგული
ტესტებისა და სახარჯი მასალის მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება რეგიონული/მუნიციპალური
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით გეოგრაფიული პრინციპით, სჯდ ცენტრში
წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე;
·
მოსახლეობის
ინფორმირებას, C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარების თაობაზე;
·
C ჰეპატიტზე
სკრინინგის ჩატარებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვით, დკსჯეც-ის,
დკსჯეც-ის რეგიონული ლაბორატორიების და გამსვლელი ბრიგადების გამოყენებით, ასევე კომპონენტის
მიმწოდებელ არასამთავრობო ორგანიზაციების და აფთიაქების მეშვეობით;
·
ცენტრი უფლებამოსილია
შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში
შესყიდული აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევისთვის საჭირო ტესტები გამოიყენოს
აივ-ინფექცია/შიდსზე ტანდემ-ტესტირებისათვის, რომელსაც ახორციელებენ ცენტრი, ცენტრის
რეგიონული ლაბორატორიები და გამსვლელი ბრიგადები, ასევე, მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე
არასამთავრობო ორგანიზაციები;
·
C ჰეპატიტსა
და აივ ინფექცია/შიდსზე სკრინინგით გამოვლენილი დადებითი შემთხვევების რეფერალს დამატებითი
ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად;
·
C ჰეპატიტზე
სკრინინგის შედეგების აღრიცხვას ელექტრონული ფორმით;
·
სკრინინგული
კვლევის კომპონენტის ადმინისტრირების უზრუნველყოფას.
· ლუგარის ცენტრის მიერ:
Ø კონფირმაციულ კვლევას „საქართველოსა (წარმოდგენილს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით) და გილიად საიენს, ინკ. („გილიადი“)
(Gilead Sciences, Inc. („Gilead“)-ს შორის გასაფორმებელი დოკუმენტის თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის №2068 განკარგულების, ან ამ პროგრამის ფარგლებში,
ან სხვა დონორი ორგანიზაციის მიერ შესყიდული
ტესტსისტემების საშუალებით, ხოლო HCV core antigen მეთოდით მიღებული უარყოფითი შედეგის
მქონე ნიმუშების კვლევას – HCV რნმ პჯრ მეთოდით;
Ø
სერვისის მიმწოდებელ
დაწესებულებებში კონფირმაციული კვლევების ხარისხის გარე კონტროლის ღონისძიებების უზრუნველყოფას;
Ø
„უსაფრთხო სისხლისა“
და „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღებული C
ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი ნიმუშების კონფირმაციულ კვლევას, ამ პუნქტის „ა.ა.ა.გ.ა“
ქვეპუნქტის შესაბამისად;
Ø
ლუგარის ცენტრის
ბაზაზე ჩატარებული კონფირმაციული კვლევის შედეგების აღრიცხვას C ჰეპატიტის სკრინინგის
ერთიან ელექტრონულ სისტემასა და ელექტრონულ ბაზაში.
ვინ არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო
პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტის მოსარგებლე?
პროგრამის მოსარგებლეები არიან:
· საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი
დოკუმენტის მქონე პირები;
· პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული
ბრალდებულები/ მსჯავრდებულები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის
არქონის მიუხედავად;
· „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული
– აივ ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – აივ ინფექცია/შიდსის
სახელმწიფო პროგრამა) HCV კოინფექციის მქონე ბენეფიციარები;
· პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;
· ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების
დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული
– დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის თირკმლის ტერმინალური
დაავადების მქონე (ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი) ბენეფიციარები.
ვის უნდა მიმართოთ C ჰეპატიტის მართვის
სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად?
C ჰეპატიტის მართვის
სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების
მისაღებად უნდა მიმართოთ დანართ 1-ში მითითებულ სკრინინგული
კვლევის მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს/ფიზიკურ პირებს, ხოლო მკურნალობის
და დიაგნოსტიკის კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მიზნით, დანართი
2-ით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებს.
როგორ ხდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის
და Core Ag კონფირმაციული კვლევის კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება?
· სკრინინგული კვლევის კომპონენტით
გათვალისწინებული სკრინინგული კვლევები და დიაგნოსტიკის კომპონენტით განსაზღვრული HCV core antigen მეთოდით კონფირმაციული კვლევები არ ითვალისწინებს თანაგადახდას, მოსარგებლე
მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით;
ზემოაღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სსიპ ,,ლ. საყვარელიძის
სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრის“
ცხელი ხაზის მეშვეობით ( ტელეფონი – 116 001).