Logo

სისხლის უანგარო დონორების მხარდამჭერი აქცია

title ყოველწლიურად, 14 ივნისს, აღინიშნება სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღეს. ეს დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღის აღნიშვნას დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი შეუერთდა. ცენტრის თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონორების მხარამჭერ აქიაში მიიღეს მონაწილეობა და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და სხვების დასახმარებლად გაერთიანდნენ. ღონისძიების მონაწილეებმა ქვეყნის მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდეს და დონორობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.