Logo

ჯსწ საკითხებზე ევროკავშირის დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა

title

2022 წ 14 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ქ-ნი თამარ გაბუნიას თავმჯდომარეობით გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის  "ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში” მმართველი კომიტეტის მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,

გარემოს ეროვნული სააგენტოს,  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, ევროკავშირის მხრიდან პარტნიორი ქვეყნების - საფრანგეთისა და ფინეთის პროექტის ლიდერები და ექსპერტები, პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი თანამდებობის პირები.