Posted on:
11.09.2018
title
2018 წლის 11 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ვიზიტით ეწვია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე - ქ-ნი ანდრეა თომპსონი, რომლის კურაციაშიც შედის შეაირაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.
ცენტრის ტოპ მენეჯმენტმა ქალბატონ თომპსონს დაათვალიერებინა „ლუგარის ცენტრი“, გააცნო ერთიანი ლაბორატორიული ქსელის დაარსების ისტორია, ფუნქციები და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები.