Posted on:
09.09.2020
title
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020 წლის 15 იანვრიდან ახორციელებს ევროკავშირის დაძმობილების პროექტს „სისხლის უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება საქართველოში“. პროექტის პარტნიორი ქვეყნებია ლიეტუვა და ნიდერლანდების სამეფო.
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან: ლიეტუვას ეროვნული სისხლის ცენტრი, ლიეტუვას ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზედამხედველობის ლაბორატორია და ნიდერლანდების სამეფოს სისხლის ბანკი Sanquin.
პროექტის ფარგლებში, 2021 წ. 15-19 თებერვლის პერიოდში საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან ევროკავშირის მხრიდან პროექტის მთავარი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი - ლიეტუვას ეროვნული სისხლის ბანკის დირექტორი ბ-ნი დაუმანტას გუტაუსკასი და ლიეტუვას ეროვნული სისხლის ბანკის იურისტი ქ-ნი აგნე კამინსკიენე. ვიზიტის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა, სისხლის უსაფრთხოების სისტემის რეორგანიზაციისა და მომავალი მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების შეჯერების მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში, 2021 წლის 15 თებერვალს ლიეტუველი კოლეგებმა გამართეს შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორტან - ბატონ ამირან გამყრელიძესთან და უსაფრთხო სისხლის პროექტში ჩართულ სამუშაო ჯგუფის წევრებტან. განხილულ იქნა მომავალი რეფორმის რამდენიმე მოდელი.
ლიეტუველ კოლეგებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელთან. მხარეები შეისწავლიან და შეაფასებენ წარმოდგენილ წინადადებებს და არსებულ შესაძლებლობებს, რათა მიღწეულ იქნას ოპტიმალურ ვარიანტზე შეთანხმება.