Logo

Facebook-ი საკუთარი პლატფორმიდან ვაქცინაციის საწინააღმდეგო შინაარსის რეკომენდაციების ამოღებას განიხილავს

title

Facebook-ი აცხადდებს, რომ ზიანის შემცველი, შეცდომაში შემყვანი და ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემცირების მიზნით, განიხილავს ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაციის ამოღებას პროგრამული სისტემიდან, რომელიც თავის მხრივ, შეზღუდავს მსგავსი შინაარსის ინფორმაციის შეთავაზებას და ხელმისაწვდომობას Facebook-ის პლატფორმაზე.

ინფორმაცია ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოწოდებებით, რომელიც Facebook-ის საშუალებით ვირუსულად ვრცელდება, განსაკუთრებით სხვადასხვა ჯგუფების მიერ, თავის მხრივ, შესაძლოა ხელს უწყობდა წითელას ეპიდემიის გავრცელებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელმა ადამ შიფმა  წერილობით მიმართა Facebook-ის აღმასრულებელ ოფიცერს, მარკ ცუკერბერგს და Google-ის ხელმძღვანელს, სანდარ პიჩაის.

პასუხად Facebook-მა განაცხადა, რომ იგი „განიხილავს დამატებით ზომების მიღებას პრობლემის ეფექტურად გადასაჭრის მიზნით“. ეს შესაძლოა შეიცავდეს მსგავსი შინაარსის შემცველი   ინფორმაციის შეზღუდვას ან ამოღებას რეკომენდაციებიდან და ჯგუფებიდან, ასევე საძიებო შედეგების შეზღუდვას. ამავდროულად უზრუნველყოფს ხარისხიანი და სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას“.

Google-ი ასევე მიმართავს მსგავს ზომებს. გასულ თვეში YouTube-მა  ცვლილება შეიტანა რეკომენდებული ვიდეოების შეთავაზების ავტომატიზირებულ სისტემაში, რომელსაც დიდი კრიტიკა ხვდა წილად მცდარი ინფორმაციის პოპულარიზაციისთვის. YouTube აცხადებს, რომ რეკომენდაციების სისტემიდან იმ  ვიდეოების ამოღებას დაიწყებს, რომლებიც, საზოგადოებისათვის ზიანის შემცველ და მცდარ ინფორმაციას შეიცავს. კომპანიამ ასეთი სამი მაგალითი დაასახელა: ერთ-ერთი იყო ვიდეოების სერია, რომელიც პოპულარიზაციას უწევს „სერიოზული დაავადებების ყალბ  სასწაულებრივ განკურნებას“.

ადამ შიფმა, დემოკრატმა კონგრესმენმა კალიფორნიიდან, ხაზი გაუსვა რამდენიმე მიზეზს, რის გამოც აუცილებელია კომპანიებმა მიიღონ შესაბამისი ზომები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინების მიმართ უნდობლობა მიმდინარე წლის გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. მან ასევე ხაზი გაუსვა კლარკის ოლქში, ვაშინგტონში, წითელას ეპიდემიის გავრცელებას.