Logo

აბრეშუმის დიდი გზის ეპიდეზედამხედველობის ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა

title დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა აბრეშუმის დიდი გზის ეპიდეზედამხედველობის ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი შეხვედრა. ქსელის დამფუძნებელი და თავჯდომარე ქვეყანა საქართველოა. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის და უკრაინის დელეგაციებმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ვეტერინარიის სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ძირითადი განსახლილველი საკითხი იყო მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოში ქსელის ყოველწლიური შეხვედრის და სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორები აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრებიდან და საფრთხის შემცირების სააგენტოდან.