Logo

სენფორდის სახელმძღვანელოს „ანტიმიკრობული თერაპია“ პრეზენტაცია

title

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა 2018 წლის 
სენფორდის სახელმძღვანელოს „ანტიმიკრობული თერაპია“
პრეზენტაცია
შეხვედრას დაესწრნენ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და  ქ.თბილისის სამედიცინო დაწესებულებების ექიმები და დარგის ექსპერტები.
სენფორდის სახელმძღვანელოს „ანტიმიკრობული თერაპია“ 2018 წლის ვერსია ქართულ ენაზე მეორე გამოცემაა, რომელიც დაიბეჭდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით.
სახელმძღვანელო პირველად გამოიცა სამი წლის წინ და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართული სამედიცინო საზოგადოებაში აღნიშნული სამი წლის მანძილზე, მრავალი დაავადების ანტიმიკრობული თერაპიის მიდგომების შეცვლამ განაპირობა  სენფორდის სახელმძღვანელოს 2018 წლის გამოცემის ქართულად თარგმნის აუცილებლობა.
პრეზენტაციაზე შეხვედრის მონაწილეებს გადაეცეთ ქართულ ენაზე გამოცემული სენფორდის სახელმძღვანელო „ანტიმიკრობული თერაპია“ (2018 წლის გამოცემა).