Logo

იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის სხდომა.

title

საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წითელა-წითურას ელიმინაციის პროგრამების ხელმძღვანელი პატრიკ  ო კონერი, რომელიც იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის სხდომას დაესწრო. 
შეხვედრის ძირითადი საკითხი საქართველოში არსებული წითელას ეპიდსიტუაცია იყო. 
პიტერ ოკონერმა დადებითად შეაფასა საქართველოში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა გაუმკლავდება არსებულ გამოწვევას და მიაღწევს წითელას და წითურას ელიმინაციას ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად.
სხდომა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. 
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია წითელას გავრცელების და გატარებელი კონტროლის ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა - დამატებითი და გეგმიური იმუნიზაცია, ეპიდზედამხედველობა, ლაბორატორიული დიაგნოსტირება და კომუნიკაცია.
ჯანმოს ევროპის რეგიონის მართვადი ინფექციების და იმუნიზაციის განყოფილების წითელა-წითურას ელიმინაციის პროგრამების ხელმძღვანელმა პატრიკ  ო კონერმა კომისიის წევრებს წარუდგინა ევროპის რეგიონში წითელას გავრცელების მრავალწლიანი დინამიკა და აღნიშნა, რომ 2018 წელი ხასიათდებოდა დაავადების განსაკუთრებით მაღალი ტვირთით. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის რეგიონალური სამოქმედო გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ აქტივობად განსაზღვრულია წითელას და წითურას ელიმინაცია და რომ ამ გზაზე საქართველო წარმატებულ ნაბიჯებს დგამს.