Logo

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული კვირეული - საქართველო 13-17 მაისი, 2019 წ

title

2019 წლის 13-17 მაისს, ევროპის საზოგადოებრივიჯანმრთელობის ასოციაციის (The European Public Health Association / EUPHA) ინიციატივით პირველად აღინიშნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული კვირეული, რომლის ფარგლებში ტარდებაღონისძიებები და აქტივობები ევროპის მასშტაბით. 

კვირეულისთვის შერჩეულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხუთი აქტუალური თემა:

13 მაისი - ,,გახდი, იყავი და დარჩი ფიზიკურად აქტიური“ 

14 მაისი - „ჯანსაღი გარემო“;

15 მაისი - ,,ზრუნვა მზრუნველობისათვის“;

16 მაისი - „ჯანსაღი და სტაბილური კვება;

17 მაისი - „ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოსუნივერსიტეტის (ს.უ.) ჯანმრთელობის მეცნიერებებისსკოლა  უერთდება კვირეულს  და გეგმავსღონისძიებებს შემდეგი სამი თემის გარშემო:

1.​,,გახდი, იყავი და დარჩი ფიზიკურად აქტიური“ – დაგეგმილია სხვადასხვა სახის  ფიზიკური აქტივობა ქართველი და უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით  ლისის ტბის ტერიტორიაზე: ფიტნესდა სარეაბილიტაციო ვარჯიშები, ბადმინტონი, კარატესხელოვნების  დემონსტრირება, მსვლელობა ლისისტბის გარშემო. ღონისძიების ჩატარების დრო 13 მაისი, 16:00-18:00. დასწრება თავისუფალია. 

2.​„ჯანსაღი გარემო“ - გარემოს დაბინძურებისსაკითხების გავლენაზე სოფიას (ბულგარეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულივებინარის ფორმატის ღონისძიებაში 20 წუთიანპრეზენტაციას წარმოადგენს ს.უ.  ასისტენტ პროფესორინინო გიუაშვილი. ვებინარის მიმდინარეობა: 14 მაისი, 10:00-14:00 ბულგარეთის დროით (-1 CET). ვებინარისდასრულების  შემდეგ, ს.უ. პირველი კორპუსის 302 აუდიტორიაში შედგება დისკუსია აღნიშნულსაკითხებზე (დასწრება თავისუფალია).

3.​„ჯანსაღი კვება“ - ს.უ. ჯანმრთელობისმეცნიერებების სკოლის ქართველი და უცხოელისტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში წარმოადგენენჯანსაღ კერძებს (ბოსტნეულისა და ხილის სალათებისპრეზენტაცია), მსურველებისთვის გამოთვლიანსხეულის მასის ინდექსს. ღონისძიების შემდეგ ს.უ. საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ლექცია დადისკუსია ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიება ჩატარდება 16 მაისს, 14.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე. დასწრება თავისუფალია.

მოკლე ინფორმაცია ევროპისსაზოგადოებრივი ჯანმრთელობისასოციაციის (EUPHA) შესახებ:

ორგანიზაცია დაფუძნდა 1992 წელს 12 ქვეყნის15 წევრის ინიციატივით და დღეს აერთიანებს86 წევრს 47 ქვეყნიდან. ეს არის საერთაშორისომულტიდისციპლინარული სამეცნიეროორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 19 000  ექსპერტს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისსაკითხებში. მათი მიზანია პროფესიულითანამშრომლობა,  კოლაბორაცია  დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობისადმიმულტიდისციპლინარული მიდგომისდანერგვა. ასოციაციის მიზანია ევროპისქვეყნებში ჯანმრთელობისა დაკეთილდღეობის  გაუმჯობესება და ამმიზნით საერთაშორისო და რეგიონულდონეზე თანამშრომლობა.  2012 წლიდანორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენსსაქართველოს უნივერსიტეტისჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა (იხ. ბმული: https://eupha.org/index.php). 

პოსტერი