Logo

ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული 18- 24 ნოემბერი, 2020

title

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი 
ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული, 2020

ანტიმიკრობული პრეპარატები გამოიყენეთ სიფრთხილით! 
გავერთიანდეთ, რათა შევინარჩუნოთ ანტიმიკრობული პრეპარატები!
18- 24 ნოემბერი, 2020

საქართველოში ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული 2016 წლიდან აღინიშნება და აგრძელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას  ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის კვირეულის შესახებ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის 18-24 ნოემბერს აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს სლოგანით: ანტიმიკრობული პრეპარატები გამოიყენეთ სიფრთხილით  და მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისაკენ COVID19 პანდემიის დროს.

კვირეული ფოკუსირებულია ღონისძიებების გატერებაზე, რომელიც მიმართულია ანტიმიკრობული პრეპარატების შენარჩუნებისკენ COVID19 პანდემიის დროს. 
საქართველო თავიდანვე შეურთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ჯანმო-ს ინიციატივას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყების შესახებ. სამედიცინო პერსონალისა და მოსახლეობის მონაწილეობა ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას არ გააჩნია საზღვრები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შევუერთდეთ მსოფლიო საზოგადოებას ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენების პროპაგანდაში.
საქართველოში მიმდინარე 2020 წლის WAAW კამპანია ეხმიანება COVID-19 პანდემიის გამოწვევას და პრობლემებს და ხორციელდება WHO ევროპული რეგიონის მხარდაჭერით.

2020 წლის კამპანიის მთავარი გზავნილებია:

  • COVID19-ის პანდემიამ შიეძლება მიგვიყვანოს ანტიბიოტიკების გაზრდილ მოხმარებასთან. ეს შეიძლება მივიღოთ ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენების შედეგად, რაც გამოიწვევს ახალი რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და მის გავრცელებას.
  • COVID19-ის პანდემიის გლობალური პასუხია გაძლიერდეს ჯანმრთელობის სისტემა, მ.შ. სპეციფკიური აქტივობები, როგორიცაა ანტიბიოტიკების მართვა, ინფექციური კონტროლი, ხელების დაბანა და იმუნიზაცია, რომლებიც ამცირებს და აკონტროლებს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და გავრცელებას.
  • ამრ ქმნის სერიოზულ საფრთხეს ჯანმრთელობის სისტემისთვის, შემდგომი ხანგძლივი რთული ჰუმანიტარული და ეკონომიკური შედეგებით. COVID19-ის პანდემიის დროს ამრ-ის სპეციფიკური აქტივობების სისტემატიური ჩავარდნა ანგრევს გლობალურ ბრძოლას ამრ-ის წინააღმდეგ. 
  • საქართველოში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელების შეკავებისა და მსოფლიო გამოწვევების კვალდაკვალ  განხორციელდა:
  • ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის დანერგვა; 
  • საქართველო ჩართვა ევროკავშირის ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ერთობლივ აქტივობებში;
  • აქტივობები ერთაინი ჯანმრთელობის მიდგომით;
  • სამედიცინო სტაციონარულ დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემისა და ანტიმიკრობული პრეპარატების მართვის პოლიტიკის შეფასება და მონიტორინგი; 
  • საავადმყოფოებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპების დანერგვა;
  • შემუშავდა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ახალი გაიდლაინი;
  • ამრ რეფერენს ლაბორატორიაში (ლუგარის ცენტრი) გრძელდება რეზისტენტობის მექანიზმის ფონოტიპური და გენეტიკური დადასტურება და რეზისტენტული შტამების სექვენირება (WGS);
  • საქართველოს მიკორბიოლოგიურ ლაბორატორიების  CAESAR ეროვნულ ქსელის 60%-ი ახორციელებს ანტიმიკრობული მგრძნობელობის განსაზღვრას EUCAST სტანდარტით;
  • საქართველო ჩართულია ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის გლობალურ სისტემაში (GLASS); 
  • 2017 წლიდან მიმდინარეობს ამრ მონაცემების (დაახლოებით 200 კლინიკიდან) შეგროვება-დამუშვება CAESAR-ის და GLASS ქსელისთვის; 
  • რიგ ლაბორატორიებში გაუმჯობესდა ხარისხის სისტემის მართვა (QMS) და დაინერგა ხარისიხს გარე და შიდა კონტროლის პროგრამები;
  • გაფართოვდა ეროვნული ბაქტერიოლოგიური EQA პროგრამა - „GEOMICQUA“ და მიმდინარეობს ISO17043 აკრედიტაციისთვის მზადება;
  • მიმდინარეობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული პროფილის შექმნა;
  • ჩატარდა CAESAR -ის ეროვნული ქსელის სამუშაო შეხვედრა (როგორც ადგილზე, ასევე Webinar);
  • მიმდინარეობს საკვებ პროდუქტებში ნარჩენი ანტიბიოტიკების განსაზღვრა;
  • მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგი;
  • 50-ზე მეტი სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების პერსონალს ჩაუტარდა ტრეინინგი თემაზე „ინფექციების პრევენცია და კონტროლი COVID-19-ის პანდემიის პირობებში“;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრს (ICARS) შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ძირითადი მიზანია სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტრინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების დანერგვა.


მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რომ:

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ინფექციის ზოგიერთი სიმპტომი იმეორებს ბაქტერიული ინფექციის სიმპტომებს, პანდემიის დროს უნდა მივაქციოთ ყურადღება AMS გაიდლაინს, რომელიც, თავიდან აგვარიდებს ამრ სამომავლო უარყოფით შედეგებს.
არსებული კვლევებით, მხოლოდ COVID-19 ჰოსპიტალიზებული პაციენტების  8%-ს აღენიშნება ბაქტერიული ან ფუნგური ინფექცია; თუმცა, 72% პაციენტებისას, მაინც ენიშნებათ ანტიბიოტიკოტერაპია. ეს პრაქტიკა, არა მხოლოდ საფუძველია მსოფლიოში არასწორი მკურნალობის გავრცელებისა, არამედ ხელს უწყობს სამომავლოდ რეზისტენტობის ჩამოყალიბებასაც.
ამიტომ - ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენება პროფილაქტიკის ან მკურნალობისთვის COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევების დროს, როდესაც შემთხვევა მსუბუქი მიმდინარეობისაა  და ბაქტერიული ინფექცია ნაკლებ სავარაუდოა, მიუღებელია! 
COVID-19 საშუალო სიმძიმის პაციენტებს, რომელთაც აქვთ პნევმონია, ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნას არა ექვემდებარებიან; თუ არ აღენიშნებათ ბაქტერიული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები.
COVID-19 მძიმე პაციენტებსთვის, რომელთაც აქვთ ბაქტერიული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, რეკომენდებულია ანტიბიოტიკოტერაპია.