Logo

თბური ტალღების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემცირების კომუნიკაცია (SCORCH) კონსორიუმის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტი ცენტრში

title

თბური ტალღების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემცირების კომუნიკაცია (SCORCH) კონსორიუმის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტი ცენტრში

2019 წლის 26-27 ნოემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - რისკების თაობაზე ცნობიერების ამაღლება და თბური ტალღების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემცირების კომუნიკაცია (SCORCH) კონსორიუმის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. 
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს თბური ტალღების ზეგავლენის შემცირება მოწყვლად მოსახლეობაზე, გაუმჯობესებული რისკის კომუნიკაციის სტრატეგიების მეშვეობით, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის არსებულ გეგმებსა და გაიდლაინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის მეშვეობით, წინასწარ მომზადებული კითხვარით პოპულაციაში გაიზომა რისკის აღქმა და ქცევა, რომელიც ხელს შეუწყობს პრევენციისა და თანამშრომლობის კულტურის დანერგვას, მათ შორის ტრანსსასაზღვრო დონეზე. საბოლოო შედეგი იქნება ეფექტური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მიზნობრივი თბური ტალღების სამოქმედო გეგმის და ჯანმრთელობის საკომუნიკაციო გეგმის გამოყენება ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, რომელიც ადაპტირებული იქნება კონკრეტული ქვეყნის გარემოებებთან მიმართებაში.
პროექტის კონსორციუმი შედგება 5 ქვეყნისგან.  წამყვანი როლი აქვს გერმანიას, კერძოდ EVAPLAN-ს, რომელიც წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე. მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვთ შემდეგი ქვეყნის ორგანიზაციებს: ბელგია - UNIVERSITE CATHOLIQUE DE LOUVAIN; ჰოლანდია - International Network on Children's Health, Environment and Safety; ისრაელი - TEL AVIV UNIVERSITY. 
თბილისში გამართულ ყოველწლიურ კონსორციუმის შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარეობა და დაიგეგმა მომავალი წლის აქტივობები ყველა სამუშაო პაკეტის მიხედვით. ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ბატონმა ამირან გამყრელიძემ უშუალოდ უმასპინძლა სტუმრებს, გააცნო ის ძირითი საქმიანობა რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებას. ასევე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ლაბორატორიებს.