Posted on:
10.02.2022
title
2022 წლის 9 თებერვალს დაავადებათ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ვაქცინაციის ტექნიკური ექსპერტიზის მისიის წევრებთან, რომლის მიზანს წარმოადგენდა როგორც COVID-19-ის, ასევე გეგმიური ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ სტრატეგიული კონსულტაციების გამართვა, GAVI PTE გეგმისა და არსებული გამოწვევების საპასუხოდ ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით მსჯელობა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის პორტფოლიოს დაგეგმვა ქვეყნისთვის.