2016 წლის 24 ოქტომბერს აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ინიცირებითა და ორგანიზებით გაიმართა უფლებამოსილების გარდამავალი გეგმის (JTP) სიმპოზიუმი. JTP საფუძვლად უდევს 2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმება „განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის“ შესახებ.
სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს გეგმაში ჩართულმა ორგანიზაციებმა: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
თითოეულმა ზემოჩამოთვლილმა ორგანიზაციამ აღნიშნული გეგმის ფარგლებში პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა.