title
2016 წლის 25-28 ოქტომბერს სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის და საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით ტარდება
იერსინიას მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმი
სიმპოზიუმს დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო, აშშ ერთობლივი საფრთხეების პროგრამის დირექტორი CTR / DTRA ქალბატონი ელიზაბეთ ჯორჯი. ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
სიმპოზიუმში მონაწილეობენ იერსინიებზე მომუშავე 21 ქვეყნის 100 - მდე მეცნიერი, მათ შორის სპეციალისტები საფრანგეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, ახალი ზელანდიიდან, მადაგასკარიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ.
იერსინიას სიმპოზიუმები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა მასპინძლობს.
საქართველოში სიმპოზიუმის ჩატარება ქართველი მეცნიერების ღვაწლის აღიარებაა, რომლებიც ათწლეულების მანძილზე აწარმოებენ იერსინიებიდან ყველაზე საშიშის, შავი ჭირის გამომწვევზე ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას. 1996 წელს სწორედ „შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის“ ბაზაზე დაარსდა დაავადებათა კონტროლისა და საზგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
სიმპზიუმზე მოხსენებები გაკეთდება შემდეგ საკითხებზე: ბაქტერიოლოგია, ეპიდემიოლოგია, დიაგნოსტიკა, ვაქცინები და ქიმიოთერაპია, გენომი, ევოლუცია, ეპიდზედამხედველობა და დაავადების კონტროლი, მასპინძლისა და პათოგენის ურთიერთქმედება და ა.შ.
სიმპოზიუმი გაიმართება 25 – 28 ოქტომბერს. შემდეგ მონაწილეები ეწვევიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ გ.ლუგარის სახელობის ლაბორატორიას, სადაც გაეცნობიან ქართველ მკვლევართა მუშაობას.