Logo

COVID-19 საქართველოში მე- 6 გადახედვა

title

ხალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია არის კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა და თანამედროვე გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი, რომლის წინაშეც დღეს დგას მთელი მსოფლიო. ვირუსი ყველა კონტინენტზე გავრცელდა, დაინფიცირებული იქნა 190 მილიონზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 170 მილიონ დაინფიცირებულზე მეტი  და დაფიქსირებულია გარდაცვალების 4 მილიონზე მეტი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული ქვეყნების უმეტესობამ ახალი შემთხვევების ზრდის მეორე, მესამე და ზოგ შემთხვევაში - მეოთხე ტალღაც განიცადა.

საქართველომ ეპიდემიის შეკავებისთვის მზადება ადრეულ ეტაპზევე დაიწყო. პირველი დადასტურებული შემთხვევებიდან მოყოლებული დღემდე მთავრობის და ქვეყნის პრიორიტეტია პანდემიის ორგანიზებული მართვა და მისი მუდმივი კონტროლი.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეექვსე, 2020 წლის და 2021 წლის პირველი ნახევრის შემაჯამებელ გადახედვას. წარმოდგენილ დოკუმენტი ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს.



COVID-19 საქართველოში მე- 6 გადახედვა