Logo

„ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული“ (ე.წ. „დაბადების“ რეგისტრი) 28.04.2017

title

2016 წელს ნორვეგიის სამეფოს ტრომსოს უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობით, საქართველოში დაინერგა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ანტენატალური და სამეანო მომსახურების ზედამხედველობის აღრიცხვიანობის ელექტრონული სისტემა „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული“ (ე.წ. „დაბადების“ რეგისტრი), რომლის მეშვეობით ხორციელდება თითოეული ორსულის უწყვეტი მონიტორინგი პირველი ანტენატალური ვიზიტიდან მშობიარობის ჩათვლით. სისტემაში ასევე ფიქსირდება მონაცემები ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაბადებისას. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას გააჩნია დაბადების რეგისტრი, ეს ინიციატივა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. 

2017 წლის 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, „საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში“ პროექტის ფარგლებში, ქ. ბათუმში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს დაბადების რეგისტრის ამჟამინდელი სტატუსი, სისტემის ფუნქციონირების ძირითადი გამოწვევები, მისი განვითარების და გაუმჯობესების შემდგომი ნაბიჯები. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილ იქნა ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის და ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამის დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის და ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტების, გაეროს ბავშთა ფონდის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავდებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.