Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული კომიტეტის 69-ე სესია

title დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე მონაწილეობას იღებს დანიაში, ქ. კოპენჰაგენში 2019 წლის 16 სექტემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 26-ე მუდმივმოქმედი კომიტეტის (SCRC) მეექვსე სესიის და ჯანმო-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 69-ე სესიის მუშაობაში. ჯანმო-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 69-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობენ აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ზაზა ბოხუა. 2018 წლის 16 სექტემბერს ჯანმო-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 69-ე სესიას სტუმრის სტატუსით ესწრება საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბაშვილი. რეგიონული კომიტეტის 69-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ჯანმოს ევროპის რეგიონის 53 წევრი სახელმწიფოს 500-ზე მეტი მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრები, პარტნიორი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი განიხილავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ბოლო 10 წლის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და ახალ გამოწვევებს. ჯანმო-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 69-ე სესიაზე დაგეგმილია ევროპის რეგიონული დირექტორის არჩევნები. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილია 6 კანდიდატი (ბელგია, ავსტრია, ბულგარეთი, თურქეთი, სომხეთი, საქართველო). საქართველოს სახელით ჯანმო-ს რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილია ქალბატონ ნატა მენაბდის კანდიდატურა.