2016 წლის 12-15 სექტემბერს ქ.კოპენჰაგენში მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ბიუროს 66-ე სესია.
სესიაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო, მოადგილე ქალბატონი ნინო ბერძული და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე.