title
2018 წლის თემაა ცნობიერების დონის ამაღლება ფოლიუმის მჟავის შესახებ.
თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე აღინიშნება აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ამერიკის პედიატრთა აკადემიის და ტერატოლოგიის ორგანიზაციის პარტნიორობით. აღნიშნული ინიციატივის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თანდაყოლილი ანომალიების გამომწვევი მიზეზებისა და მათი გავლენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა აქტივობების გზით.
2018 წლის თემაა ცნობიერების დონის ამაღლება ფოლიუმის მჟავის შესახებ. ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს B ვიტამინს, რომელიც ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების რისკებს.
ფოლიუმის მჟავის მიღება აუცილებელია ორსულობამდე 2 თვით ადრე და ორსულობისას პირველი 12 კვირის განმავლობაში. რეპროდუქციული ქალების ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის საკმარისი რაოდენობა წარმოადგენს პრევენციის საუკეთესო საშუალებას ისეთი თანდაყოლილი ანომალიისგან, როგორიც არის “Spina bifida” (ზურგის ტვინის თიაქარი, ზურგის ტვინისა და ხერხემლის განვითარების მძიმე თანდაყოლილი დეფექტი). “Spina bifida” ნერვული ღეროს ყველაზე გავრცელებული დეფექტია, რომლის დროსაც ნაყოფის ხერხემალი სრულად ვერ ფარავს ზურგის ტვინს, რის შედეგადაც დარღვეულია ზურგის ტვინის ფუნქცია. ზურგის ტვინის თიაქრით დაბადებულ ბავშვებს მთელი სიცოცხლის მანძილზე პრობლემები აქვთ და საჭიროებენ მრავლობით ქირურგიულ ჩარევას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის რეკომენდირებულია ყოველდღიურად 400 მიკროგრამი (მკგ) ფოლიუმის მჟავის მიღება. ფოლიუმის მჟავა წყაროს წარმოადგენს B12 გაჯერებული (ფორტიფიცირებული) საკვები, დანამატები ან ორივე ერთად.
https://www.cdc.gov/mmwr/volumes/66/wr/mm665152a6.htm?s_cid=mm665152a6_w