Logo

ვიზიტი ქ.მარნეულში 07.06.2021

title

2021 წლის 7 ივნისს გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ქ. მარნეულში გაიმართა შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დააავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი პირები, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში, პარლამენტის წევრი, ცნობილი ექიმები, დარგის ექსპერტები, ქვემო ქართლის მხარის მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები და სამედიცინო პერსონალი.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქვემო ქართლის მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება.

ცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქ.მარნეულში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ რელიგიურ ლიდერებს.

ვიზიტის დასასრულს კი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და მარნეულში მოღვაწე რელიგიური ლიდერი იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.