Logo

ქირურგიული ანტიბიოტიკოპროფილაქტიკის დანერგვა საქართველოს კლინიკებში 01.09.2021

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის (ICARS) პროექტის “ქირურგიაში ანტიბიოტიკოპროფილაქტიკისათვის ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური მართვის პროგრამის დანერგვა საქართველოს საავადმყოფოებში - მიდგომა ეფუძნება შერეულ მეთოდებს” დაწყებას. შეხვედრაში ცენტრის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვირტუალურად მონაწილეობდნენ ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის (ICARS), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის და პროექტში მონაწილე კლინიკების თანამშრომლები.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის (ICARS) პროექტის “ქირურგიაში ანტიბიოტიკოპროფილაქტიკისათვის ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური მართვის პროგრამის დანერგვა საქართველოს საავადმყოფოებში - მიდგომა ეფუძნება შერეულ მეთოდებს” დაწყებას. შეხვედრაში ცენტრის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვირტუალურად მონაწილეობდნენ ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის (ICARS), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის და პროექტში მონაწილე კლინიკების თანამშრომლები.