Logo

გაცნობითი შეხვედრა DTRA / საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან და დამშვიდობება ანალიზ ჰანტერთან 07.12.2020

title

2020 წლის 7 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი შეხვდა აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირები სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ქალბატონ მარგო შილდსს, რომელმაც წინამორბედი ხელმძღვანელისგან ქალბატონი ანალიზ ჰანტერისგან გადმოიბარა დკსჯეცთან პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია, გაეცნო ცენტრის თანამშრომლებს და დაათვალიერა ლუგარის ცენტრის ლაბორატორიები.
შეხვედრის შემდეგ ბატონი ამირან გამყრელიძე და ცენტრის წარმომადგენლები დაემშვიდობნენ ანალიზ ჰანტერს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დკსჯეცსა და DTRA-ს შორის თანამშრომლობის გაღმავებასა და განსაკუთრებით, COVID-19 პანდემიის პერიოდში ცენტრის მხარდაჭერაში.