Logo

შეხვედრა აეროპორტში მომუშავე ყველა უწყების წარმომადგენლებთან

title 2019 წლის 30 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, მ.შ. ბიოუსაფრთხოების ოფიცერი, შეხვდნენ აეროპორტში მომუშავე ყველა უწყების წარმომადგენლებს. ცენტრის მხრიდან მიწოდებულ იქნა ინფორმაცია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. აეროპორტის თანამშრომლებს გადაეცათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული „სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის რეკომენდაციები“, მათ ასევე ბიოუსაფრთხოების ოფიცრის მხრიდან მიეცათ ინსტრუქცია თუ როგორ უნდა განახორციელონ პრაქტიკაში ცენტრის მიერ მიწოდებული რეკომენდაციები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ საზღვარზე დაწყებულ თერმო-სკრინინგის განხორციელების პროცედურებს.