რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორია 2003 წლიდან ჩართულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს ლაბორატორიულ ქსელში, რომლის მუშაობის მიზანია ამ
დაავადებების ელიმინაციის გლობალური პროგრამის ფარგლებში წითელას, წითურას და წითურას თანდაყოლილი სინდრომის ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიული დადასტურების გზით.
2021 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის მიერ, ყოველწლიური საკრედიტაციო პროცედურის ფარგლებში, მოხდა ლუგარის ცენტრის წითელა/წითურას ეროვნული ლაბორატორიის მუშაობის და შესაძლებლობების შეფასება.