Logo

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გასაცნობი ვიზიტი

title

2017 წლის 4-9 დეკემბერს ლონდონში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის, ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრის საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და პირველად ჯანდაცვაში, ორგანიზებით მოეწყო ვიზიტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის და პირველად ჯანდაცვაში მისი ინტეგრაციის გამოცდილების გაცნობა. ვიზიტში მონაწილეობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და წარმომადგენლები. კერძოდ: მარინა დარახველიძე, სშჯსდ სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, სოფიკო ბელქანია, სშჯსდ სამინისტროს ადამიანური რესურსებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ამირან გამყრელიძე, ცენტრის გენერალური დირექტორი, ირმა ხონელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე, გლობალური ფონდის პროექტის ხელმძღვანელი, ანა ასლანიკაშვილი, შიდსის, ტუბერკულოზის, ჰეპატიტებისა და სგგი სამმართველოს სპეციალისტი, ანა კასრაძე, ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, გიორგი კუჭუხიძე, გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის მენეჯერი.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ შეხვედრებში:

ლონდონის საიმპერიო კოლეჯი, ჯანმო-ს სათანამშრომლო ცენტრი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პირველად ჯანდაცვაში; ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური; ლონდონის სამხრეთ-დასავლეთი ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფი; ილინგის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები; პირველადი ჯანდაცვის ცენტრი; ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი (BMJ); საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტი; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ჰაბი.

დიდი ბრიტანეთის გამოცდილება სასარგებლო იქნება სამომავლოდ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებისთვის.