Logo

ძუძუთი კვების კვირეული

title


                   2020 წლის სლოგანია

მხარი დაუჭირეთ ძუძუთი კვებას ჯანმრთელი პლანეტისთვის

(“Support breastfeeding for a healthier planet.”)

C:\Users\s.chiraqadze\Desktop\download.png

2020 წლის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორია ჩვილ ბავშვთა კვების გავლენა გარემო/კლიმატის ცვლილებებზე.  კამპანიის მიზანია, მოახდინოს ძუძუთი კვების პოპულარიზაცია, რათა ხელი შეუწყოს   ჯანმრთელ პლანეტასა და  მოსახლეობაზე ზრუნვას . აღნიშნული საკითხი თანხვედრაშია მდგრადი განვითარების 2030 წლის თემატიკასთან,  (3) რომელიც   ძუძუთი კვებისა  და გარემო/კლიმატის ცვლილებას შორის კავშირს უსვამს ხაზს. 

ძუძუთი კვების მოქმედების მსოფლიო ალიანსი ( The World Alliance for Breastfeeding Action (WABA)) მიმართავს ,,თბილ ჯაჭვურ“ მიდგომას და გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე ჯგუფებსა და დონორებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს,  ძუძუთი კვებისა და გარემოს შორის კავშირის გასაძლიერებლად. 

ჯანმო და UNICEF რეკომენდაციით  აუცილებელია:

ძუძუთი კვების ადრეული დაწყება ბავშვის დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში;

ექსკლუზიური ძუძუთი კვება სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში

ექვსი თვის ასაკიდან შესაბამისი უსაფრთხო (მყარი), შერეული კვების დანერგვა, ძუძუთი კვების პარალელურად 2 წლის და მეტი ასაკამდე.

ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული  ყოველი წლის 1-7 აგვისტოს აღინიშნება. მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა,   ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 1990 წლის აგვისტოში მიღებული დეკლარაციით, მხარს უჭერს და აძლიერებს ძუძუთი კვების სტრატეგიას,  ბავშვთა ჯანმრთელობის ხელის შეწყობის მიზნით. ექსკლუზიური ძუძუთი კვება ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის უნიკალური საშუალებაა.

ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. დედის რძეში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება. ქალის რძე არა მარტო სრულფასოვანი საკვებია, არამედ დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს. დედის რძე ვიტამინების საუკეთესო წყაროა, და ამასთან მასში შემავალი დამცველობითი ფაქტორები იცავს ბავშვს მრავალი ინფექციური, არაინფექციური და  ალერგიული დაავადებისაგან. ამავე დროს, ქალის რძე თავად ასტიმულირებს ბავშვის იმუნური სისტემის მომწიფებას. სწორედ ამიტომ, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები გაცილებით იშვიათად ავადდებიან ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი. იგი შეიცავს ანტისხეულებს, რომელიც იცავს ბავშვებს მრავალი დაავადებისაგან. მაგ. პნევმონიისა და დიარეისაგან, რომლებიც ბავშვთა სიკვდილიანობის ორ ძირითად მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში.

ქალის რძე შეიცავს ფერმენტებს, რაც ხელს უწყობს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი მონელების პროცესს. დედის რძეში შემავალი ჰორმონები და ზრდის ფაქტორები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქციურ ზრდას და მომწიფებას. ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას. ამავე დროს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ენისა და სახის კუნთების ჩამოყალიბებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში სწორი თანკბილვისა და მეტყველებისთვის. დედასთან კონტაქტი, კომფორტული გარემო, წოვის რეფლექსის დაკმაყოფილება, უსაფრთხოების შეგრძნება, სრულფასოვანი საკვების მიღება, ორგანიზმის თითოეული ფუნქციის ჩამოყალიბება, იმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემის განვითარება სწორედ ძუძუთი კვებასთან არის დაკავშირებული.                                        



https://www.healthynewbornnetwork.org/event/world-breastfeeding-week-2020/