Logo

საინფორმაციო შეხვედრა მედიასთან - COVID-19, 26.09.2020

title

2020 წლის 26 სექტემბერს კახეთის რეგიონში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებითა და აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მედია საშუალებების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით ,,COVID-19 მსოფლიოსა და საქართველოში".

შეხვედრას ესწრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, აშშ განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში, ჯანმოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი, თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

მედია სემინარი მიზნად ისახავდა მოწვეული ჟურნალისტების ინფორმირებას კორონავირუსის პანდემიის და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.

ღონისძებაზე სხვადასხვა პრეზენტაციის საშუალებით საქართველოში კორონავირუსის მდგომარეობისა და პანდემიის საპასუხო ღონისძიებების განხილვა გაიმართა.

26 სექტემბერს სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია ვაქცინაციის და იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდი პარტნიორებთან ერთად ახორციელებს COVID -19 პანდემიის საპასუხოდ. ღონისძიების დროს მედია აქტიურად იყო ჩართული და გაიმართა საინტერესო დისკუსია.

ახალი კორონავირუსის შესახებ გლობალური და ადგილობრივი მედიით ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება. სწორედ ამისთვის, აუცილებელია, მედია წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი საინფორმაციო სამსახურების ჟურნალისტები აღჭურვილი იყვნენ უახლესი და სიღრმისეული ინფორმაციით.



საინფორმაციო შეხვედრა მედიასთან - COVID-19, 27.09.2020 (დღე მეორე)

https://www.ncdc.ge/Pages/User/Gallery.aspx?ID=b076fcd1-5b6a-4a8d-bb98-d14a04a7f980