Logo

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დღე , 20.11 2019

title

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი) წარმოადგენს პრევენტირებად და მკურნალობას დაქვემდებარებულ დაავადებას, რომელიც იწვვს ქოშინს,  ქრონიკულ ხველასა და ნახველის ქრონიკულ გამომუშავებას. ამჟამად მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანია დაავადებული ფქოდით. იგი არის სიკვდილის მესამე წამყვანი მიზეზი გლობალურად და ძალზე გავრცელებულია დაბალი შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში.  ფქოდით დაავადების მთავარ რისკ ფაქტორს წარმოადგენს თამბაქოს კვამლით, სხვა ტოქსიური შესასუნთქი ნაწილაკებით და აირებით ექსპოზიაცია, თუმცაღა ბოლო კვლევებით გაირკვა, რომ ნაყოფისა და ახალშობილის ფილტვის ქსოვილის განვითარების დარღვევებს შეუძლიათ გაზარდონ ფქოდის რისკი მოგვიანებით ასაკში. 

ფქოდის მსოფლიო  დღე აღინიშნება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებათა გლობალური ინიციატივის (GOLD – Global Initiative for Chronic Obstructive lung diseases) მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ყოველი წლის ნოემბერში 2002 წლიდან. ფქოდის მსოფლიო  დღის აღინიშვნის მიზანია ინფორმირებულობის გაზრდა და ფქოდის შესახებ ახალი ცოდნისა და ინოვაციური თერაპიული სტრატეგიების პრეზენტაცია მსოფლიოს მაშტაბით. წელს ჩატარდება მე-18 ფქოდის მსოფლიო  დღე 2019 წლის 20 ნოემბერს. წლევანდელი თემა, „ყველამ ერთად დავასრულოთ ფქოდი“, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ფქოდის დამარცხების საქმეში ჩართულია ბევრი ადამიანი.  ყველა ეტაპზე და ნებისმიერ ასაკში არსებობს ფქოდის პრევენციის და მკურნალობის გარკვეული შესაძლებლობა. ამ პროცესებზე გავლენა შეუძლი მოახდინოს ყველას - დაწყებული ჯანდაცვის პროვაიდერებიდან, ოჯახებიდან და პაციენტებიდან, დამთავრებული პოლიტიკის შემქმნელებითა და დამსაქმებლებით.

ფქოდის ავადობის ტვირთის შესამცირებელი ინიციატივები ტარდება მსოფლიოს მასშტაბით და მოიცავს: მწეველობის შეწყვეტის პროგრამებს, ოთახშიდა და გარემოს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას და დამაზიანებელი ფაქტორების კვლევას ბავშვთა ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არ არსებობს ფქოდისგან განკურნების საშუალება, დაავადების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება ჩატარდეს ფქოდის საწინააღმდეგო ქმედებანი სხვადასხვა ინდივიდების მიერ მრავალი ტიპის დაწესებულებებში. დამქირავებლებს შეუძლიათ დაამკვიდრონ უვნებელი გარემო თავისუფალი სუნთქვისათვის, მოქალაქეებს შეუძლიათ ფხიზლად იდგნენ ჰაერის სისუფთავის სადარაჯოზე, პაციენტებსა და მათ ოჯახებს შეუძლიათ ადვოკატირება გაუწიონ მეტი კვლევების ჩატარებას და პაციენტთა მოვლის გაუმჯობესებას. ჯანდაცვის პროვაიდერებსა და პოლიტიკის შემქმნელებს ერთობლივად შეუძლიათ გაამჯობესონ ხელმისაწვდომობა სპირომეტრიაზე, აუცილებელ მედიკამენტებზე და სხვა მკურნალობაზე, მაგალითად პულმონურ რეაბილიტაციაზე. მათ ასევე შეუძლიათ ხელი შეუწყონ კველევებს მკურნალობის გამოსავლების გაუმჯობესებისათვის.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებათა გლობალური ინიციატივის (GOLD) კომიტეტი მოუწოდებს ყველას მონაწილეობა მიიღონ ფქოდის მსოფლიო  დღის აღნიშვნაში 2019 წლის 20 ნოემბერს. მეტი ინფორმაცია GOLD-ის და ფქოდის მსოფლიო  დღის შესახებ შეიძლება მოძიებული იქნას აქ - www.goldcopd.org .