title
რეკომენდაციები სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ბავშვთა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გრიპისმაგვარი დაავადებების პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების შესახებ:
- გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში;
- სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეებში გააქტიურდეს განიავების რეჟიმი ყოველი შესვენებისას ან ნებისმიერ შემტხვევაში, როცა სივრცე თავისუფალია ადამიანებისგან;
- სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება;
- გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.
იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის/სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სკოლებს ეძლევა რეკომენდაცია, თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.
ამასთან, სკოლებს/სააღმზრდელო დაწესებულებებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში/ბაღში, დროულად მიმართონ ექიმს - დიაგნოსტირებისა და ადექვატური მკურნალობის მიღების მიზნით. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი გრიპის გავრცელების რისკი.