title
გრიპის გავრცელება ევროპაში
კვირა 5/2019 (28 იანვარი-3 თებერვალი)
- ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (ECDC) ინფორმაციით გრიპის აქტივობა იზრდება ევროპის რეგიონში. გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის მქონე პირებისგან აღებული ნიმუშების 54.7%-ში დადასტურდა გრიპი. უმრავლესობაში ცირკულირებს A ტიპის ვირუსი, როგორც A(H3N2), ისე A(H1N1)pdm09. B ტიპის ძალიან ცოტა ვისრუსი გამოვლინდა.
- ჰოსპიტალიზებული შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებული იყო ლაბორატორიულად დადასტურებულ A/H1N1pdm09 ვირუსთან 15-64 (49%) და ( 42.1%) 65> ასაკობრივ ჯგუფებში.
- სეზონის განმავლობაში გრიპისმაგვარი დაავადებების ტესტირებული ნიმუშიდან 98.8% (#7 424) დადასტურდა გრიპის A ტიპი (მ.შ. 58.2% A/H1N1pdm09 და 41.8% A/H3N2) ხოლო 1.2% (#120) B ტიპი.
- ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის შეფასებით გრიპის აქტივობა და გეოგრაფიული გავრცელება რჩება სეზონურად მოსალოდნელ დონეზე.
- 40 კვირის შემდეგ ანგარიშგებული 22 358 მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის (SARI) შემთხვევიდან 61.7% არის 0-4 წლის, 21.4% 15-64 წლის.
- გრიპზე დადებითი SARI შემთხვევებიდან 99.9% არის A ტიპი მ.შ. 82.4% A/H1N1pdm09 და 17.6% A/H3N2.
.jpg)
გრიპზე
დადებითი რესპირატორული ნიმუშების პროცენტი გრიპის გავრცელების არეალების მიხედვით
გრიპის
ვირუსის ინტენსივობა ევროპაში

გრიპის ვირუსის დომინანტური ტიპების გავრცელება ევროპაში

გრიპის გავრცელება ამერიკის შეერთებულ შტატებში
- აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ინფორმაციით გრიპის მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია. ცირკულირებენ A(H3N2), A(H1N1)pdm09 და B ტიპის ვირუსები.
- ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე დომინირებს A(H1N1)pdm09;
- გრიპისმაგვარი დაავადებით (ILI) მიმართვიანობა გაიზარდა 3.8%-დან 4.3%-მდე, რომელიც მაღალია ეროვნულ ფონურ მაჩვენებლთან შედარებით (2.2%);
- გრიპთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციების კუმულაციური მაჩვენებელია 20.1 100 000 მოსახლეზე, ხოლო ჰოსპიტალიზაციების მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა >65 ასაკობრივ ჯგუფში (53.0 100 000 მოსახლეზე).
წყარო:
http://flunewseurope.org/
https://www.cdc.gov/flu/weekly/
https://www.who.int/influenza/surveillance_monitoring/updates/latest_update_GIP_surveillance/en/