title
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 14 წლამდე ასაკის 12 მილიონამდე ბავშვი იღუპება. დაახლოებით 9 მლნ ბავშვი იღუპებაინფექციური დაავადებებისაგან, მათ შორის კი, 3 მილიონამდე ბავშვი, ანუ მესამედი– იმ ინფექციებისაგან, რომელთა პროფილაქტიკისათვის არსებობს ვაქცინა.
აქედან, წითელათი გამოწვეული სიკვდილიანობაა 45,5%, ჰიბ ინფექციით – 23,4%, ყივანახველათი – 17%, ახალშობილთა ტეტანუსით – 11%;
იმუნიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას წარმოადგენს და მისი მიზანია მოსახლეობის დაცვა ინფექციური დაავადებებისაგან. მსოფლიოში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის (იგპ,EPI) ფარგლებში 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თავიდანაცილებულია ბავშვთა სიკვდილის სულ ცოტა 3 მილიონი შემთხვევა. ამას გარდა,750 000 ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივიჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებს.
1995 წელს მსოფიოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთა თითქმის ნახევარმა მიიღო პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრა მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში (რეკორდული რაოდენობა 300 მილიონი).
აცრების საშუალებით მოხდა ველური პოლიოვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევების აღმოფხვრა საქართველოში. ქვეყანაში ველური პოლიომიელიტის ვირუსით გამოწვეული ბოლო ადგილობრივი შემთხვევა აღრიცხული იქნა 1992 წელს, ხოლო შემოტანილი შემთხვევა – 2001 წლის ბოლოს.
2002 წელს საქართველო სერთიფიცირებული იქნა როგორც პოლიომიელიტისგან თავისუფალი ტერიტორია.
იგპ-ს ფარგლებში ვაქცინების უსაფრთხო შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის მომზადდა ჯანდაცვის მიოლიონობით სპეციალისტი, შეიქმნა „ცივი ჯაჭვის“ სისტემა, ვაქცინებით უზრუნველყოფის და მათი ხარისხის კონტროლის გლობალური სისტემა, ასევე დანერგილია ლაბორატორიული და ეპიდზედამხედველობის ქსელი.