Logo

ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტის გადაუდებელი სხდომა მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით

title საგანგებო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა 2022 წლის 23 ივნისს, რომელიც მაიმუნის ყვავილის მრავალ ქვეყანაში გავრცელებას შეეხო. ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა მხარი დაუჭირა IHR-ის საგანგებო კომიტეტის რეკომენდაციას, შესაბამისად, ამჟამინდელი მაიმუნის ყვავილის გავრცელებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არ მიენიჭა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის სტატუსი.


IHR-ის საგანგებო კომიტეტის მოწვევა მიუთითებს განგაშის დონის ესკალაციაზე, IHR-ის მონაწილე სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამეგობრობისათვის. არსებული ფაქტი ერთგვარი მოწოდებაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ქმედებების გაძლიერებისაკენ.


 შეხვედრაზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნომ წარმოადგინა გლობალური ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2022 წლის მაისიდან ჯანმო-ში შეტყობინება გაიგზავნა 47 ქვეყანიდან 3040 შემთხვევის შესახებ. ვირუსი ვრცელდება ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც  აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული მაიმუნის ყვავილის შემთხვევები. ამჟამად, ყველაზე მეტი შემთხვევა  დაფიქსირებულია ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებში.

კანადის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ნიგერიის, პორტუგალიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა კომიტეტს გააცნეს თავიანთ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და რეაგირების მიმდინარე პროცესი.


ამის შემდეგ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნომ წარმოადგინა პროექტი - „ჯანმო-ს სტრატეგიული გეგმა მაიმუნის ყვავილის ეპიდაფეთქების შესაჩერებლად“. გეგმაში გამოკვეთლია, რომ საჭიროა უფრო მეტად გაძლიერებული, მოქნილი და ერთობლივი მიდგომის ადაპტირება. გარკვეულ პოპულაციებში მაიმუნის ყვავილის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს  ცნობიერების ამაღლებასა და დაზარალებული მოსახლეობის ჯგუფების გაძლიერებაზე, უსაფრთხო ქცევისა და დამცავი ზომების ადაპტირების გზით.


მოხსენებების შემდეგ, კომიტეტი ხელახლა შეიკრიბა დახურულ სხდომაზე, სადაც განიხილეს წარმოადგენდა თუ არა არსებული სიტუაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობას. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ პოტენციური დროებითი რეკომენდაციების შესახებაც, რაც ამ მოვლენისთვის სტატუსის მინიჭებას მოჰყვებოდა.


თავჯდომარის თხოვნით დამსწრეებმა კიდევ ერთხელ გადახედეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის განმარტებას:  უჩვეულო მოვლენა, რომელიც საერთაშორისო გავრცელების გამო, სხვა სახელმწიფოებისთვის წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკს და  პოტენციურად მოითხოვს საერთაშორისო კოორდინირებულ რეაგირებას.


კომიტეტმა განიხილა ეპიდაფეთქებასთნ დაკავშირებული ძირითადი საკითხები. მონაწილეებმა შეშფოთება გამოხატეს ადამიანის უფლებების პოტენციური სტიგმატიზაციის გამწვავებაზე, რაც კიდევ უფრო აფერხებს ეფექტურ რეაგირებას. კომიტეტმა აღნიშნა, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსი ენდემურია აფრიკის ქვეყნებისთვის, სადაც ათწლეულების განმავლობაში იწვევდა ავადობასა და სიკვდილიანობას. ექსპერტების აზრით, მოცემულმა ეპიდაფეთქებამ ხელი უნდა შეუწყოს  ძალისხმევის გაზრდას,  რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა გამოვლინდეს.


კომიტეტმა ერთხმად აღიარა მოვლენის განსაკუთრებული ბუნება, რომლის  გავრცელების კონტროლზე რეაგირება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. კომიტეტის რჩევით, მოვლენების მჭიდრო მონიტორინგი და განხილვა სასურველია გაიმართოს რამდენიმე კვირის შემდეგ, მაშინ როდესაც, ხელმისაწვდომი გახდება  უფრო მეტი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, კომეტეტი გადახედავს გაცემულ რეკომენდაციას.


კომიტეტმა მიიჩნია, რომ ჩამოთვლილიდან ერთი ან მეტი შემთხვევის დადგომისას უნდა მოხდეს  მოვლენის ხელახალი შეფასება: მტკიცებულება შემდეგი 21 დღის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევების ზრდის ტემპის შესახებ (როგორც ამჟამად ინფიცირებული მოსახლეობის ჯგუფებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ); შემთხვევების გავრცელება სექსმუშაკებს შორის;  ფართო გავრცელების მტკიცებულება სხვა ქვეყნებში, ან შემთხვევებისა და გავრცელების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ენდემურ ქვეყნებში;  შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოწყვლად ჯგუფებში, როგორიცაა იმუნოკომპრემეტირებული პირები, მათ შორის სუსტად/არასათანადოდ კონტროლირებადი აივ ინფექციით, ორსული ქალები და ბავშვები;  დადასტურებულ შემთხვევებში დაავადების გართულებული მიმდინარეობის ზრდის მტკიცებულება (მაგ. გაზრდილი ავადობა ან სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი; ცხოველთა პოპულაციაზე საპირისპირო გადაცემის მტკიცებულება; ფენოტიპურ ცვლილებებთან დაკავშირებული ვირუსის გენომის მნიშვნელოვანი ცვლილების მტკიცებულება, რაც იწვევს გაძლიერებულ გადაცემას, ვირულენტობის ზრდას ან იმუნური სისტემისგან დაღწევადობის თვისებებს, ან ანტივირუსული საშუალებებისადმი წინააღმდეგობის გაწევა და კონტრზომების შემცირებული ზემოქმედება; მტკიცებულება კლასტერული შემთხვევების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია უფრო მაღალვირულენტურ შტამებთან, გამოვლენილი ახალ ქვეყნებში დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის ქვეყნების გარეთ.


საბოლოოდ, კომიტეტმა ურჩია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, რომ ქვეყნებმა, IHR-ის 44-ე მუხლის გათვალისწინებით უნდა დაიცვან ჯანმოს მითითებები და  ითანამშრომლონ ერთმანეთთან.