title
2021
წლის
21
ნოემბერი
საგზაო
–
სატრანსპორტო
შემთხვევების
შედეგად დაღუპულ
მსხვერპლთა
ხსოვნის
მსოფლიო
დღეა
,
მისი
ძირითადი
გზავნილია:
„არ დაგავიწყდეს,
მხარი დაუჭირე, იმოქმედე!“
გლობალური ძალისხმევის
მიუხედავად, ყოველწლიურად საგზაო შემთხვევების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის,
სერიოზული დაზიანებებისა და უნარშეზღუდულობის რიცხვი კრიტიკულად იზრდება. ავტო
საგზაო შემთხვევებს ყოველ 24 წამში 1 ადამიანი ეწირება.
საგზაო
–
სატრანსპორტო
შემთხვევების
შედეგად დაღუპულ
მსხვერპლთა
ხსოვნის
მსოფლიო
დღის წლევანდელი
თემა ხაზს
უსვამს
საგზაო
მოძრაობის
სიჩქარის
შემცირების
მნიშვნელობას
სიკვდილიანობისა
და
სერიოზული
დაზიანების თავიდან ასაცილებლად. ქუჩებში
30
კმ
/
სთ
სიჩქარით
მოძრაობა
გადაარჩენს
სიცოცხლეს
და
დაიცავს
ყველაზე
მოწყვლად
ადამიანებს
:
ფეხით
მოსიარულეებს
,
ველოსიპედისტებს
,
ბავშვებს
,
ხანდაზმულებს
და
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებს
.
დაბალ
სიჩქარეზე
მორგებული
ქუჩები უზრუნველყოფს
:
·
მანქანით
გადაადგილებაზე
უარის
თქმას;
·
საზოგადოებრივი
ტრანსპორტის
განვითარებასა
და
ნახშირორჟანგით
(CO2)
ჰაერის
დაბინძურების
შემცირების
ხარჯზე
,
კლიმატის
გასაუმჯობესებას;
·
ფიზიკურ
აქტივობაზე
ხელმისაწვდომობის
გაზრდასა
და
ცხოვრების
ჯანსაღი
წესის
წასახალისებას;
·
სოციალურ
სამართლიანობას
-
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის,
ხანდაზმულებისა და
ყველასთვის
,
ვინც
დაუცველია;
საგზაო–სატრანსპორტო
შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღე დიდი ბრიტანეთის
ინიციატივით 1993 წლიდან აღინიშნება. 2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა
ასამბლეამ მიიღო №60/5 რეზოლუცია – მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის
შესახებ და ნოემბრის მესამე კვირა დღე, ოფიციალურად საგაზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად
დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღედ
აღიარა.
საგზაო
შემთხვევების
შედეგად
დაღუპულ
მსხვერპლთა
ხსოვნის
მსოფლიო
დღეს
საზოგადოება
პატივს
მიაგებს
დაღუპულთა
ხსოვნას
,
უთანაგრძნობს
მათ
ნათესავებსა
და
ახლობლებს
და
მადლიერებას
გამოხატავს
სამაშველო
,
სამედიცინო
სამსახურებისა
და
პოლიციელების
მიმართ
.
საგზაო
შემთხვევების
შედეგად
დაღუპულ
მსხვერპლთა
ხსოვნის
მსოფლიო
დღე
მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტია
პრობლემის
საჯაროდ
აღიარების
,
პროფილაქტიკური
ღონისძიებების
გატარებისა
და
მსხვერპლთა
დახმარების
სტიმულირებისთვის
.
ძირითადი
ფაქტები
(
ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაცია
)
:
საგზაო-სატრანსპორტო
შემთხვევებით ევროპის რეგიონის გზებზე იღუპება:
Ø
ყოველწლიურად - 80000 ადამიანი
Ø
ყოველდღიურად - 220 ადამიანი
Ø
ყოველ 6 წუთში - ერთი ადამიანი
საგზაო-სატრანსპორტო
შემთხვევები:
Ø
სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია 5-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში
Ø
სიკვდილიანობის მეორე
ძირითადი მიზეზია 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში
Ø
სიკვდილი აისბერგის მწვერვალია, ყოველწლიურად დაშავებულ ადამიანთა
რიცხვი ათობით მილიონია, რაც უზარმაზარი ტვირთია ეკონომიკისა და ჯანდაცვის
სისტემისთვის.
საგზაო
ტრავმატიზმის
არაკეთილსაიმედო
საერთაშორისო
სტატისტიკაში
„
დიდი
წვლილი
“
საქართველოსაც
შეაქვს
.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ოფიციალური
მონაცემებით
, 20
20
წლის
განმავლობაში
რეგისტრირებულია
4 999
ავტოსაგზაო
შემთხვევა
,
დაიღუპა
450
და
დაშავდა
6 640
ადამიანი
.
2020
წელს
საგზაო
-
სატრანსპორტო
შემთხვევები
ძირითადად
განპირობებულია
ისეთი
ფაქტორებით
,
როგორიცაა
სხვადასხვა
სახის
საგზაო
მოძრაობის
წესის
დარღვევები
,
მოძრაობის
დადგენილი
სიჩქარის
გადაჭარბება
,
ქუჩაზე
გადასასვლელის
გავლის
წესების
დარღვევა
,
სატრანსპორტო
საშუალების
მართვა
ალკოჰოლური
სიმთვრალის
მდგომარეობაში
,
საგზაო
ნიშნის
ან
მონიშვნის
დაუმორჩილებლობა
და
სხვა
.
საგზაო
შემთხვევებით
პირობადებული
დაშავება
,
სიკვდილიანობა
და
ინვალიდობა
უეცარი
,
და
ტრაგიკული
მოვლენაა
,
რომელსაც
მსხვერპლთა
ნათესავებისა
და
ახლობლების
გრძელვადიანი
და
ზოგჯერ
მუდმივი
მწუხარება
ახლავს
.
საგზაო
ტრავმატიზმი არ არის უბედური შემთხვევა - მისი პრევენცია შესაძლებელია!
გაეროს
გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა 2021 წლის 19 ნოემბერს წევრ ქვეყნებს
მოუწოდა მხარი დაუჭირონ გზების უსაფრთხოების გლობალურ ძალისხმევას,
შეუერთდნენ გაეროს
საგზაო
უსაფრთხოების
კონვენციებს, დონორებს კი, ფინანსური შენატანების
გაფართოებისკენ მოუწოდა
.
დღეს
თითოეული ჩვენთაგანის ვალია ყველგან და ყველასთვის
გავხადოთ
გზები
უფრო
უსაფრთხო!
შეანელე
სვლა, გაუფრთხილდი სიცოცხლეს!
სიჩქარის
5%-ით შემცირება 30%-ით ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ სიკვდილს!
უმნიშვნელო
ცვლილება - მნიშვნელოვანი შედეგი!
https://www.who.int/images/default-source/un-road-safety-collaboration/wdr2021-support2.jpg?sfvrsn=429d3c02_5
https://unis.unvienna.org/unis/en/pressrels/2021/unissgsm1186.html#