Posted on:
7/31/2017
title
რისკები
- ხანძრის მიზეზი შესაძლებელია იყოს ადამიანების დაუდევარი ქმედებები და ბუნებრივი მოვლენები. ხანძარი ხშირად ასოცირდება სასოფლო-სამეურნეო სამიწათმოქმედო სამუშაოებთან, დიდია ხანძრის განვითარების ალბათობა გვალვის დროს; 50% შეთხვევაში კი ხანძრის მიზეზი უცნობია.
- ხანძრის დროს იღუპებიან ადამიანები და ცხოველები, ნადგურდება სასოფლო-სამეურნეო კულტურები და რესურსები; ხშირად ზარალი მნიშნელოვნად დიდია. ხანძრის დროს შესაძლებელია მოხდეს ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები.
- ხანძრის დროს წარმოშობილმა კვამლი უარყოფითად მოქმედებს იმ ადამიანთა ჯანმრთელობაზე, რომლებიც ხანძრის კერის სიახლოვეს ცხოვრობენ.
- რთულია ფართომასშტაბიანი ხანძრების გაკონტროლება, ხოლო მიწისქვეშა ხანძრები კი კოტროლს არ ექვემდებარება.
- ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე ხანძარი შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების მიზეზი გახდეს.
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ხანძრის რისკებზე:
- მცენარეული საფარის სიმშრალე (ტენიანობა და მცენარეული საფარის ოდენობა);
- ამინდის ცვლილებები, განსაკუთრებით ქარი, რომელიც გავლენას ახდენს ხანძრის გადანაწილებასა და ინტესნივობაზე;
- გვალვა, მშრალი სეზონი;
- დროული შეტყობინების სისტემის არარსებობა, გაუმართაობა ან ხელმიუწვდომლობა.
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსახლეობაზე:
- გარემოს დამაბინძურებლების ტოქსიურობა;
- ზემოქმედების მასშტაბები;
- მგრძნობიარე პოპულაციის არსებობა: პატარა ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, რესპირატორული პრობლემების, ფილტვის ან გულის დაავადებების მქონე ადამიანები;
- დამატებითი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ხანძრის წარმოქმნაზე: ეთნიკურობა, სქესი, კვების სტატუსი, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, თამბაქოს მოხმარება;
- განსაკუთრებული რისკის პროფესიები: ღია ცის ქვეშ მომუშავენი, მეხანძრეები, საგანგებო სიტუაციებში მომუშავე პირები;
- ინფორმაციაზე, ჯანდაცვის სერვისებსა და სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა;
- გარემოს დაბინძურების საწინააღდეგო ღონისძიებების ნაკლებობა;
- საცხოვრებელი პირობები;
- გაფრთხილების ადრეული სისტემის არარსებობა.
ავადობისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები
- ცეცხლთან მებრძოლების სიკვდილი;
- ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები (ცუდი ხილვადობის გამო);
- სიკვდილიანობა ევაკუაციის დროს.
მწვავე შედეგები
- დამწვრობა;
- კვამლის ზემოქმების გამო შესაძლოა მოხდეს ყოველდღიური სიკვდილიანობის გაზრდა;
- ასთმისა და რესპირატორული დაავადებების შემთხვევების მომატება; გულსისხლძარღვთა დაავადებების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდა;
- მწვავე რესპირატორული დაავადებების მომატება ბავშვებში;
- გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდა;
- მოსახლეობის მიმართვიანობის ზრდა სამედიცინო დაწესებულებებში;
- ფილტვების ფუნქციების დარღვევა.
ქრონიკული შედეგები
- კარცენოგენეზის რისკის ზრდა;
- ასთმისა და რესპირატორული დაავადებების შემთხვევების ზრდა;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებების ახალი შემთხვევები, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება.
გადაუდებელი საჭიროებები
- რესპირატორები ჩვილი ბავშვებისა და სხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის;
- სათანადო რჩევა-რეკომენდაციების მიცემა მოსახლეობისათვის;
- მოსახლეობის განათლება ხანძრის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ;
- ხანძრის რისკის განსაზღვრა;
- ადგილზე სამედიცინო დახმარების, ექიმების (მკურნალობა) არსებობა;
- ამბულატორიული სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა;
- განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა;
- საკვების/წყლის მარაგის, საკვების/წყლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ამინდის პროგნოზის მუდმივი მეთვალყურეობა.
გახსოვდეთ:
- დიდი მნიშვნელობა აქვს მიწათსარგებლობის დაგეგმვას;
- ხანძრის დროს გამოყოფილი მყარი ნაწილაკების ამოსუნთქვისას, განსაკუთრებული დაბინძურების შემთხვევაში აუცილებელია სპეციალური ნიღბები, აირწინაღები;
- ხანძრის დროს აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება;
- ყველა სტიქიური უბედურება იწვევს მოსახლეობის ფსიქო-სოციალურ სტრესს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ჯანდაცვის მუშაკებოის მიერ;
- წყლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობა ჯანდაცვის სამსახურებზე დიდ გავლენას ახდენს.
წყარო: http://www.who.int/hac/techguidance/ems/vegetation_fires/en/