Logo

მარილის გათვიცნობიერების მსოფლიო კვირეული

title

 “შევცვალოთ ჩვევა”- ამ სლოგანით დაიწყო მარილის შესახებ გათვიცნობიორების მსოფლიო კვირეული. 14 - დან  20-მარტამდე სხვადასხვა სახის ღონიძიება მიმართული იქნება მარტივ, მაგრამ ეფექტურ მიდგომაზე თუ როგორ დავძლიოთ მარილის ჭარბი  მოხმარება. 


მარილის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს  ჯანმრთელობას და გამოიწვიოს   გულის შეტევა ან ინსულტი, ამ შედეგის დადგომის პრევენცია შესაძლებელია მარილის ჭარბ მოხმარებაზე უარის თქმით. მარილის  მოხმარების შემცირება გაერთიანებული სამეფოს სურსათის პოლიტიკის მახასიათებელს წარმოადგენს ორი ათწლეულის განმავლობაში და მიღებულია გლობალურად, როგორც ხარჯების ეფექტური სტრატეგია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. დიდი ბრიტანეთის მარილის  მოხმარების შემცირების მოდელმა შთააგონა მსოფლიო და დღემდე 90-ზე მეტ ქვეყანას აქვს მარილის მოხმარების შემცირების სხვადასხვა ფორმის სტრატეგია.


მარილის შემცირების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია  უშუალოდ კვების  ინდუსტრიაში ცვლილებებისაკან, აუცილებელი  და პროპორციულია: მარილის სამი მეოთხედი, რომელსაც მოსახლეობა  ყოველდღიურად  მოიხმარს, უკვე შეფუთულ და მზა საკვებშია.  ამას მომხმარებელი ვერ შეებრძოლება. ასე რომ, მარტივად, თუ ხალხს ვეუბნებით, რომ ნაკლები მარილი მიირთვან, არ იქნება სწორი, რადგან ამავე დროს მზა პროდუქტები ე.წ. „სავსეა მარილით“. შემოგვიერთდით, რათა  მივმართოთ კვების ინდუსტრიას  შეარყიოს მარილის ჩვევა, რათა ჩვენ ყველამ ვიცხოვროთ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად.


2016 წელს ჩატარებული ,,საქართველოში კვების ეროვნული კვლევა’’ აჩვენებს, რომ რესპოდენტთა უმრავლესობა ინტერესდება საკვებ პროდუტებზე დატანილი ეტიკეტით. თუმცა 72 % ძირითადად ინტერესდება 2 კრიტერიუმით: ხარისხი და ფასი. კვლევაში მონაწილე თბილისელი რესპოდენტების თითქმის მეოთხედი აღნიშნავს, რომ ეტიკეტზე კითხულობს ინფორმაციას პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ეტიკეტი არ შეიცავს მონაცემებს შემადგენელი ინგრედიენტების ნორმების შესახებ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ დაინტერესებული მომხმარებელი, თავად არ არის გათვითცნობიერებული და არ იცის, რას შეადაროს ეტიკეტზე წარმოდგენილი მონაცემი, ვერ იღებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას (www.foodsecuritysc.com).
ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, განაცხადი, რომ სურსათი არის მარილის დაბალი შემცველობით/ დაბალი მარილითა და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის 100 გ-ში ან 100 მლ-ში მარილის შემცველობა არ აღემატება 0,12 გ ნატრიუმს ან მარილის ეკვივალენტს. წყლის შემთხვევაში, გარდა ნატურალური მინერალური წყლებისა, ეს მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ ნატრიუმს 100 მლ-ში (2016 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №510-ით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტი).


2022 წლის კვირეულის ფარგლებში კვების ინდუსტრიასთან შემდგარი კომუნიკაციის ფარგლებში გამოიკვეთა ერთ-ერთი კომპანიის მზაობა ჯანსაღი კვების ხაზის შექმნის მიმართულებით. მათ უკვე ტექნოლოგიურ პროცესებში, ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით (ე.წ. შიდა დეგუსტაციებისა და ფოკუს-ჯგუფების დიკუსიების გზით), გარკვეულად შეზღუდეს გამოყენებული მარილის რაოდენობა.

უახლესი მონაცემები, საქართველოში მარილის ჭარბი მოხმარების ჩვევის შესახებ „მაისი გაზომვების თვე“ (MMM 2021):
•    ამატებს მარილს  უკვე გამზადებულ საჭმელს გამოკითხულთა 47.8%, მათ შორის 10%-გაუსინჯავად;
•    სწრაფი კვების მომსახურებას მიმართავს გამოკითხულთა ერთი მესამედი